სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

среда, 16 ноября 2011 г.

საშინაო დავალება --16'11'11

ქართული---,,იხვი"_ კარგად კითხვით
დასაწერად ---გადმოიწერონ სამი წინადადება წიგნიდან.მიაქციეთ კალიგრაფიას ყურადღება.
წაუკითხეთ საკითხავი მასალა----,,იხვი და მყვარი" კარგია თუ შეძლებენ მოყოლას

წააკითხეთ ,,თივა" ელქტრონულ დედაენაში (იხ. <პრეზენტციები> )

ხვალ გვექნება ,,ხელოვნება" გამოატანეთ წიგნები
მათემატიკა არ გვაქვს.


იხ. ,,გვერდი მათემატიკისთვის"

P.S.სკოლაში იხსნება სიმღერის წრე, შეასწავლიან ხალხურ სომღერებს და გალობასაც___ მსურველებმა მომწერეთ მეილზე ,ან აქვე ,,კომენტარებში "

понедельник, 14 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 15.11.11




ქართული __ასო-ბგერა <ვ> ,,იხვი" კარგად კითხვით

[კარგი განწყობისთვის ჩემო პატარებო იხ. ,,პრეზენტაციებში " მულტფილმი-,,იხვი დონალდი" ]

გამოცანა
"ისე მიყვარს ყვინთაობა,
ხანდახან თუ დავისვენებ,
ვახ-ვახ, ვახ-ვახ, წყალში ვცურავ
ისე, რომ ფრთას არ ვისველებ."
(იხვი)

დასწერად ,,დედანში" სამი ხაზი

[ იხილეთ ,,საკითხვი მასალა " ]

მ ა თ ე მ ა ტ კ ა____ მე-12 გაკვეთილი
1.ივარჯიშონ ხაზვაში და შემდეგ ,,დავალების რვეულში" დახაზონ (ხუთკუთხედი და ექვსკუთხედი)
2.მაგალითები --სამი სვეტი

ხვალ ,,ბუკები" გამოატანეთ დატენილი!!!

четверг, 10 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 11.11.11(ორშაბათისთვის)




*ქ ა რ თ უ ლ ი ___ ასო-ბგერა <კ> , ,,სოკო" [პრეზენტაციებში აჩვენეთ ბავშვებს ვიდეოკოლაჟი!!!]
დასაწერად ___დედანში: ასო, სიტყვა, ფრაზა .
მოძრავი ანბანით სიტყვების აწყობა.

*მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა___ მე-11 გაკვეთილის 1-ლი გვერდი
დასაწერად___ #11-ის 1-ლი ნაწილი დავალება <სავარჯიშჴ რფვეულში> !

*მ უ ს ი კ ა:
სიზმრად ვნახე, გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა,
ეზოში შემომეგებნენ მოსეირნე წყვილები
კანფეტების ჭამისაგან შავი ჰქონდათ კბილები.

მისამღერი:
.. გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა X2

ლიმონათში ბანაობდა ციცქნა ჩიტი ღაბუა
პატარებმა გააკეთეს შოკოლადის ბაბუა,
მამალოს დააჭენებდნენ ნიკუშა და თამრიკო
ჩვენი მურაც გარეთ იყო ყეფით ეზო აიკლო.

მისამღერი X2

.. გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა; გარეთ თოვდა X2

ნეტავ მართლა თუ ახდება უცნაური სიზმარი
კამფეტებს რომ ვიღაც აბნევს მაცოდინა ვინ არის?
ანგელოზი მომეპარა ძილში სახემცინარი
ალბათ მიტომ დამესიზმრა ტკბილზე ტკბილი სიზმარი.

მისამღერი X2

(ორი კვირის მანძილზე)


[კარაოკე იხილეთ ,,პრეზენტაციებში"]



,,ჩურჩხელა" , ,,მუხა" , ,,ზღაპარი პაკოზე" მოყოლით (შეძლებისდაგვარდ)

среда, 9 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 10.11.11 -სთვის

ასო-ბგერა ,,შ" ,,შეშა"-- კ ა რ გ ა დ კითხვით!!!
აუცილებლად წააკითხეთ პრეზენტაციებში ,,შოშია"(დედაენაში" მოძებნეთ)
ნუ აკითხებთ მიყოლებით ...ამოიკითხონ ადგილ-ადგილ!!!
დასაწერად1) რვეულებში; 2)წინადადება__შიო შოთას ძმაა? 3)დედანში ,თუ აქვთ რამე დასამთავრებელი <შ> ზე.

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა ___ მე-10 გაკვეთილი;
სავარჯიშო რვეულში___მე-10 დავალება- ყველაფერი
რვეულებში გამოწერონ ის ციფრი , რომელიც თავად არ მოსწონთ( თავიანთ ნაწერებში)

p.s. ბუკები" გამოატანეთ დატენილი!!!
ბევრი იკითხონ!!!
საკითხავ მასალაში რაც გაგვივლია გადაიმეორონ-- პარასკევს გვექნება შემაჯამებელი გაკვეთილი !!!
ესტუმრეთ http://cerodena.blogspot.com/ - ს და ნუ დაიშურებთ კომენტარებს :)))