სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

вторник, 8 ноября 2011 г.

მოუსმინეთ შოშიას.........09.11.11



პატივცემულო მშობლებო, აუცილებლად იხილეთ ,,პრეზენტაციები"ს გვერდი და ბავშვებს წაუკითხეთ (ასევე აჩვენეთ) შოშიას შესახებ !!!

понедельник, 7 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 08.11.11


ასო-ბგერა ,,შ" ,,შეშა"--კითხვით
დასწერად <შ> და <შოშია> ; სავარჯიშო რვეულიდან__1-ლი და მე-2 სავარჯიშო
შოშია და ბავშვები

"- რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრიანადა?
- რა ვქნა, ვერ ვძლებდი სხვა მხარეს,
ვიყავი ნაღვლიანადა,
ვიცოდი, ზამთრის ნაწყვეტი
აქ კიდევ დამიხვდებოდა,
შემაწუხებდა შიმშილი
და კიდეც შემცივდებოდა.
მაგრამ გავბედე წამოსვლა,
არ შევუშინდი ზამთარსა
და მოვატანე კიდეცა
ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა."

შიო მღვიმელი


მონახეთ ბუკებში <შ> და დააკვირდით როგორ იწერება !

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა ---სამი სვეტი მაგალითი
დახაზონ სამი გეომეტრიული ფიგურა

წაუკითხეთ რ.ინანიშვილის ,,მუხა" (იხ. პრეზენტაციების გვერდი)

воскресенье, 6 ноября 2011 г.

p. s. 06.11.11 !!!

პატივცემულო მშობლებო , ძალიან გთხოვთ , ვინმეს თუ გაქვთ ,, სოციალურად დაუცველის " ან ,, ლტოლვილის საბუთი, მომწეროთ იმეილზე!

06.11.11

суббота, 5 ноября 2011 г.

შოშია და ბავშვები

"- რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრიანადა?
- რა ვქნა, ვერ ვძლებდი სხვა მხარეს,
ვიყავი ნაღვლიანადა,
ვიცოდი, ზამთრის ნაწყვეტი
აქ კიდევ დამიხვდებოდა,
შემაწუხებდა შიმშილი
და კიდეც შემცივდებოდა.
მაგრამ გავბედე წამოსვლა,
არ შევუშინდი ზამთარსა
და მოვატანე კიდეცა
ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა."
ანდაზა - "შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო."


შაშვი და ყვავი

ბუჩქებში მომღერალ შაშვს ხის კენწეროდან ყვავმა გადმოსძახა:

-ვერ ვიტყვი, რომ ცუდად გალობ, მაგრამ უნდა გაჩუმდე.

-თუ ცუდად არ ვგალობ, რატომ უნდა გავჩუმდე?! -გაუკვირდა შაშვს.

-იმიტომ რომ, როცა შენ მღერი, მე აღარავინ მისმენს.

-ამიტომ მე არ უნდა ვიგალობო და შენ უნდა იყრანტალო?! -აჭახჭახდა შაშვი. ოტია იოსელიანი ?

ენის გასატეხი - "შარიშური, შარიშური,
ვინ წაუსვა შავ შაშვს მური?
ბუნების ამ მშვენიერ შვილს
სიშავე აქვს შესაშური."
შიო მღვიმელ

пятница, 4 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 07.11.11







ქ ა რ თ უ ლ ი ____ასო-ბგერა ,,მ " ,,მუხა" კითხვით
დასაწერად : რვეულშიც და ,,სავარჯიშო რვეულშიც" !!! ნახეთ ბუკში ასო <მ>
,,ამბავი ბოკვერ პაკოზე" ---მ ო ყ ო ლ ი თ .

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა____რიცხვი 5
დასაწერად: რვეულებშიც და ,,სავარჯიშო რვულებშიც"
ზეპირი ანგარიში 5-ის ფარგლებში .
დააკვირდით სურათს და ჩაწერეთ რვეულში ყველა ციფრი ( ნახეთ რამდენი 1ანია ,2ანი და ა. შ. ყველა)

(იხ. საკითხავი მასალა)
{იხ. პრეზენტაციები}