სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

რიცხვი 10

მათემატიკა 1კლასი
View more presentations from iri59


·         მათემატიკური მეცნიერების სამშობლოდ რომელი ქვეყანაა მიჩნეული?

მათემატიკური მეცნიერების სამშობლოდ მიჩნეულია ეგვიპტე.

·         სად გამოიცა პირველი მათემატიკური ენციკლოპედია?

პირველი მათემატიკური ენციკლოპედია გამოიცა საბერძნეთში.

·         ვინ იყო ავტორი?

მსოფლიოში პირველი მათემატიკური ენციკლოპედიის ავტორია ბერძენი მეცნიერი ევკლიდე 





·         რა არის მათემატიკა?
Ø  მათემატიკა არის მეცნიერება აუცილებელი დასკვნების შესახებ.

Ø  მათემატიკა გონების ვარჯიშია.

Ø  მათემატიკა რიცხვთა სიმფონიაა.

Ø  მათემატიკასჭკუამოჰყავს წესრიგში.

Ø  მათემატიკა არის მეცნიერება რეალური სამყაროს შესახებ.

Ø  მეცნიერება მაშინ იწყებს სრულყოფას, როცა მათემატიკით იწყებს აზროვნებას.

Ø  მათემატიკას შეუძლია მოგვანიჭოს ისეთი ესტეტიკური სიამოვნება, როგორსაც მუსიკა, პოეზია და ზოგადად ხელოვნება გვანიჭებს
Ø  მათემატიკა თავადვეა ხელოვნება.

Ø  - მათემატიკა არის ანბანი, რომლითაც ღმერთმა აღწერა სამყარო.

Ø  - მათემატიკა თითოეული ჩვენთაგანისათვის ცხოვრებისეული მეგზურია.

Ø  - ადამიანი ფეხსაც ვერ გადადგამს მის გარეშე, ვინაიდან თუ მათემატიკა არ იცი, ავტობუსში ჩაჯდომაც გაგიჭირდება, შოკოლადის ყიდვაც და ვერც იმას მიხვდები, აგვიანებ  თუ არა სადმე..  

1.  კვირაში რამდენი დღეა?

- კვირაში არის 7 დღე.

2.     რამდენი კონტინენტია დედამიწაზე?

- დედამიწაზე არის 7 კონტინენტი.

3.     დიდი დათვის თანავარსკვლავედში რამდენი ვარსკვლავია?

- დიდი დათვის თანავარსკვლავედში არის 7 ვარსკვლავი.

4.     რამდენი კოშკისაგან შედგება ბაბილონის გოდოლი?

- ბაბილონის გოდოლი შედგება 7 კოშკისაგან.

5.     მსოფლიოში რამდენი  საოცრება არსებობს?

- არსებობს 7 საოცრება.

6.     რამდენი ფერი აქვს ცისარტყელას?

- ცისარტყელას აქვს 7 ფერი.

7.     რამდენ დღეში შეიქმნა სამყარო?

- სამყარო შეიქმნა 7 დღეში.

8.     რამდენი საიდუმლოა დამარხული სიტყვაში სამოთხე?  

- „სამოთხეშედგენილი სიტყვაა და რიცხვების სამისა და ოთხის შერწყმითაა წარმოშობილი. . . რიცხვი „7“ ყოფილა წმინდა ადგილის სიმბოლოც.

9.       რომელ გეომეტრიულ ფიგურებს იცნობთ?

მოსწავლეები ასახელებენ: სამკუთხედი, კვადრატი, მართკუთხედი, ხუთკუთხედი, წრე, მრუდი, ტეხილი, მონაკვეთი.

10.     ვინ შემოიღო მათემატიკური ტერმინები საქართველოში?

- მათემატიკური ტერმინები საქართველოში შემოიღო ანდრია რაზმაძემ და ნიკო მუსხელიშვილმა. ისინი აქტიურად მუშაობდნენ ქართული სალიტერატურო ნორმების დამდგენ კომისიაში. მათ შექმნეს უამრავი მათემატიკური ტერმინი, რომლებსაც დღეს ვიყენებთ.

§  აღწერეთ სამკუთხედი!

- სამკუთხედი ისეთი გეომეტრიული ფიგურაა, რომელსაც აქვს სამი კუთხე , სამი გვერდი და სამი წვერო.

§  აღწერეთ კვადრატი!

- კვადრატი ისეთი გეომეტრიული ფიგურაა, რომლის ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია.

§  აღწერეთ მარკუთხედი!

- მართკუთხედი ისეთი გეომეტრიული ფიგურაა, რომლის მოპირდაპირე გვერდები ერთმანეთის ტოლია.

§  როგორ ავაგოთ მონაკვეთი?

- მოვნიშნოთ ორი წერტილი, შევაერთოთ და მივიღებთ მონაკვეთს.



-