სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

вторник, 5 ноября 2013 г.

ცელქი ფანქარი

2013წლის 1ნოემბერია დავწერეთ თავისუფალი თემა ,,ცელქი ფანქარი"

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ცელქი ფანქარი .ძალიან უყვარდა თავისუფლება, მაგრამ სულ ვიღაცის პენალიში იდო. ერთხელაც ვეღარ მოითმინა და თქვა:  უნდა გავიქცე აქედანო. დაიწყო ელვის გახსნა__ იწვალა ,იწვალა და ბოლოს როგორც იქნა ,,გააღო".გახარებულმა ფანქარმა დაიწყო აქეთ -იქით ხტომა... მისი მხიარულება  მალე დამთავრდა __ ხტუნაობის დროს შეამჩნიეს და ისევ ,,პენალში" ჩაკეტეს.__  ეჰ, რა კარგი ყოფილა თავისუფლებაო,__ ფიქრობდა დანაღვლიანებული.
საბა ბასილაშვილი




საკანცელარიო მაღაზიაში იყო ერთი ფანქარი, რომელიც სხვა ფანქრებისგან თავისი სიცელქით გამოირჩეოდა __ ხან ერთ თაროზე გადახტებოდა , ხან მეორეზე. ერთ დღეს ის შეიძინა ერთმა მოსწავლემ და მოათავსა თავის ,,პენალში“. ფანქარს იქ ძალიან არ მოეწონა, რადგანაც ადგილი ეპატარავებოდა , ხოლო სიცელქეს მხოლოდ ხატვის გაკვეთილზე ახერხებდა. სამაგიეროდ დაიმეგობრა , ,,პენალში“ უკვე დიდი ხნის წინ მცხოვრები სათლელი , საშლელი და სახაზავი...  რაღაც დროის მერე ფანქარიც მათსავით დადინჯდა... თუმცა, სხვა რა გზა ჰქონდა .
ანდრია გივიშვილი-ამილახვარი


ნიკიტა
იყო ერთი ცელქი ფანქარი, რომელსაც არ უყვარდა ბევრი ხატვა .ჰყავდა მეგობარი საშლელი, რომელსაც უყვარდა ბევრი წაშლა. საშლელი უბრაზდებოდა ფანქარს, რადგან ის იმდენს არ ხატავდა ,რომ საშლელს ბევრი წაეშალა.
 ერთხელ მოაწყვეს შეჯიბრი. ფანქარმა ისეთი დიდი ხე დახატა, რომ საშლელი დაიღალა მუშაობით და ბოლომდე ვეღარ  წაშალა. ფანქარმა შეჯიბრი მოიგო.
ნიკიტა ბალახაშვილი



ცელქი ფანქარი

იყო და არა იყო რა,იყო ერთი ცელქი ფანქარი .სულ მაღაზიაში იყო, არავინ ყიდულობდა და თითქმის კიდეც მოიწყინა მარტოობით. ერთხელ მაღაზიაში  შემოვიდა პატარა ბავშვი, დაინტერესდა ამ ფანქრით , იყიდა და სახლში წავიდა. ფანქარიც გახარებული იყო და პატარაც .სახლში მისულმა, ბიჭმა, გადაწყვიტა ფანქარი გამოეცადა და ხატვა  დაიწყო. 

ფანქარს უხაროდა პატრონი რომ გამოუჩნდა და ძალიან ლამაზად ხატავდა.
ნიკოლოზ ბერუაშვილი


ელენე


იყო და არა იყო რა,იყო ერთი ბიჭი.მას გიგა ერქვა.გიგა ყოველ დღე სკოლაში შენიშვნებს იღებდა.მასწავლებელი მას დაჯღაბნილ ფურცლებსა და წაშლილ სიტყვებს უწუნებდა.გიგას ვერ გაეგო საიდან ჩნდებოდა ეს ნაჯღაბნები მის რვეულში.მაგრამ ერთ საღამოს მან ყველაფერი გაიგო.გიგა გაკვეთილების გაკეთებას აპირებდა.ეს-ესსა ოთახის კარი უნდა შეეღო ,როდესაც რაღაც ხმა შემოესმა.მაშინ ჩუმად გააღო კარები და დაინახა ფანქარი,რომელიც გაცოცხლებულიყო და მის რვეულში რაღაცას უჯღაბნიდა და თან მთელ ოთახში დახტოდა და ცეკვავდა.გიგა ჩუმად მიეპარა ცელქ ფანქარს,ხელი წაავლო და მაგიდის უჯრაში გამოკეტა.მალე,რა თქმა უნდა,გამაუშვა,მაგრამ ამის შემდეგ ფანქარი აღარ ცელქობდა და გიგასაც ყოველ დღე სუფთა რვეული მიჰქონდა სკოლაში.

ელენე ითაშვილი



ცელქი ფანქარი
ლიზა
იყო ერთი ფანქარი. ის ძალიან ცელქი იყო.ერთხელ ფანქარმა დახატა ერთ ძალიან საჭირო საგანზე.ის დასაჯეს და კოლოფში ჩადეს. ის ვეღარ გამოდიოდა.მას ოჯახი და თავისი მეგობრები ენატრებოდა.ფანქარმა გაიგო,რომ ცელქობა არ შეიძლება, სხვის საგნებზე ხატვა და დაჯღაპნა.მეტი აღარ იცელქა და ყოჩაღი გახდა.
ლიზა მეტონიძე




ცელქი ფანქარი
ანა
იყო და არა იყო რა. იყო ერთი ფანქარი. სულ მოწყენილი იყო. ერთხელ თქვა: – მეგობარი უნდა შევიძინოო და წავიდა. გზაზე დაინახა საშლელი და უთხრა: დავმეგობრდეთო. წავიდნენ. იარეს ბევრი და დაინახეს პეპლები რომლებიც მღეროდნენ. ფანქარსაც მოუნდა პეპლებთან ერთად სიმღერა. ახტა და ყველა პეპელა ძირს ჩამოაგდო. ასეთი ცელქი იყო ფანქარი.
ანა  კანდელაკი
ცელქი ფანქარი 
ლუკა
 იყო და არა იყო რა , იყო ერთი ფანქარი. ყურადღებას არავინ აქცევდა. მობეზრდა ასე ყოფნა და იფიქრა: '' მოდი ვიცელქებ, ვიხმაურებ და იქნებ ვინმემ გაიგონოს ჩემი ხმაო.'' მართლაც ასე მოიქცა. იხმაურა , იცელქა და იმდენი ქნა სანამ არ შეამჩნიეს . დაიწყეს ხატვა. ძალიან ბედნიერი იყო ფანქარი, ისევ ცქმუტავდა და ხტოდა . უცბად გაისმა ტკაცუნი და წვერი მოტყდა. წვერმოტეხილი პენალში ჩადეს. ფანქარი აქაც არ ისვენებდა . ბოლოს სათლელს სთხოვა წვერის გათლა. სათლელმაც გაუთალა წვერი.
      ბავშვებს ისევ მოუნდათ დახატვა, ფანქარი, ამოიღეს ,მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ფანქარი აღარ ცელქობდა ის მიხვდა  რომ სიცელქით  საკუთარ თავს ავნებდა.
ლუკა ცხვედაძე

* * *
მარიკო
 გამარჯობათ,მე მოგიყვებით პატარა ცელქი ფანქრის თავგადასავალს.ძალიან მოუსვენარი იყო,სადაც კი მონახავდა თავისუფალ,სუფთა ადგილს,ხატავდა და ხაზავდა.ერთ დღესაც თავი ამოყო ფერად ფანქრებთან.თავიდან ცოტა შეშინებული და დაბნეული იყო,მერე გაბრაზებული ფერად ფანქრებზე,რადგან ისინი თავს იწონებდნენ თავისი ბრდღვიალა და ნაირ-ნაირი ფერებით.დროთა განმავლობაში მაინც გამონახეს საერთო ენა,ერთ ყუთშიც მოთავსდნენ და მას შემდეგ ბევრი ლამაზი ნახატი თუ ფიგურა შექმნეს.
მარიკო კევლიშვილი
ცელქი ფანქარი

ირაკლი
იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.ერთ საკანცელარიო მაღაზიაში ცელქი ფანქარი შემოიტანეს.ძალიან ცელქი იყო იმდენად ცელქი, რომ გამყიდველი ვერ იჭერდა: ხან მაგიდიდან გადახტებოდა, ხან გაგორდებოდა და ხანაც ყუთში ჩახტებოდა.
გავიდა ხანი ... ახლა სახატავი რვეული შემოიტანეს.ფანქარმა სახატავი რვეული რომ დაინახა მაშინვე დამეგობრდნენ სახატავი კულტურული აღმოჩნდა.სახატავი რვეული  ფანქარს ასწავლიდა წესიერად მოქცეულიყო , მაგრამ ფანქარი მაინც ცელქობდა.
ირაკლი  კაკალაშვილი


ცელქი ფანქარი
ნიკა
იყო და არა იყორა.იყო ერთი ფანქარი რომელიც არაფერს არ აკეთებდა.ერთხელ თქვა: მოდიჩანთიდან გადავხტები და ახალ ცხოვრებას დავიწყებ და მეგობრებსაც შევიძენ. გადახტა გავიდა ტყეში ბევრი იარა თუ ცოტა იარა შემოხვდა საშლელი. უთხრა: მოდი დავძმობილდეთ,გაუდგნენ გზას, შემოხვდათ სათლელი უთხრა მოდი დავძმობილლდეთ, დაძმობილდნენდა იყვნენ ასე მშვიდად და ბედნიერად მეგობრები.ფანქარს რომ წვერი მოტყდებოდა სათლელი მივიდოდა და გაუთლიდა, ფანქარი რომ თამაშობდა და რამეს დაჯღაბნიდა საშლელი წაშლიდა
ნიკა ფავლენიშვილი

6 комментариев:

  1. მანანა ჟამერაშვილი5 ноября 2013 г. в 19:30

    აღფრთოვანებული ვარ, ირა, შემოგევლე. მაგრად წერენ. მაშ არ არის მასწავლებლობა პროფესია, რომელიც საქვეყნო საქმეს გაკეთებინებს? აქედან რამდენი ბავშვი აღმოჩნდება ქვეყნის საჭესთან, ან უბრალო მოქალაქე იქნება, მაგრამ სილამაზის დანახვის ნიჭი ექნება და, შესაბამისად, ირინა მასწავლებლის ძალისხმევა ნაყოფს ყველა შემთხვევაში გამოიღებს. გაიხარე, ჩემო საყვარელო მეგობარო. უმრავლოს უფალმა ქვეყანას შენისთანა მასწავლებლები. ამისთვის ხარ დაბადებული.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დიდი მადლობა , ჩემო კარგო , ასეთი შეფასებისთვის და ყურადღებისთის ... შენ არანაკლებ იწვი და ირჯები შენი აღსაზრდელებისთვის ... მეამაყები ჩემო ძვირფასო და საუკეთესო მეგობარო !!! კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი გამოხმაურებისთვის! :****

      Удалить
  2. მოგესალმებით, ქალბატონო ირინა! ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი, გეტყობათ,რასაც აკეთებთ, ბავშვების დიდი სიყვარულით აკეთებთ! დარწმუნებული ვარ, თქვენი დიდი შრომა და ამაგი თქვენს მოსწავლეებზე უკვალოდ არ ჩაივლის და აუცილებლად დაგიფასდებათ! იმედია, თქვენს გამოცდილებას ხშირად გაგვიზიარებთ!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დიდი მადლობა, გამოხმაურებისთვის და თბილი სიტვებისთვის , თუ რამეში გამოგადგებით ....:)) , გაიხარეთ!!!

      Удалить
  3. maswavlebelo bonebashi kitxvebze pasuxi unda davwero

    andria

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!