გ.რამიშვილის სახელობის #20 საჯარო სკოლა. პედაგოგი ირინა ზაქარეიშვილი
სხვა გვერდები
- მთავარი გვერდი
- ყმაწვილთათვის ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა
- საკითხავი მასალა
- პრეზენტაციები
- გვერდი მათემატიკისთვის
- ჩვენი ფოტოები და ვიდეოები
- საინტერესო ამბები ... ისტორია და სხვ.
- ჩემი გვერდი ლემილზე
- კარგი განწყობისთვის :) და ზოგიც ისე , არ დავიწყებისთვის ...
- საბავშვო სიმღერები
- ს ხ ვ ა დ ა ს ხ ვ ა
- გამოფენა
- სამყარო
- საინტერესო წინგის მაღაზიები საქართველოში
- პ რ ო ე ქ ტ ე ბ ი
- გამრავლების ტაბულა
- პუნქტუაციის წესები
- მოგონებები მწერლებზე
- სასარგებლო ბმულები
- ექსკურსია შიომღვიმეში
- იყო და არა იყო რა...არდადეგებზე საკითხავი :)
- მე-4 კლასის ტესტები
- გაკვეთილების ცხრილი მე-4 კლასი
- მსოფლიო კლასიკა
- ონლაინ ბიბლიოთეკა
- მ ა რ ტ ყ ო ფ ი19.05.12
- ჩვენ YouTube.com-ზე
- მოგზაურობა ერევანში
- მე-4 კლასში გაკეთებული პროექტები
- მოხუცთა თავშესაფარში
...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.
. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი
...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]
четверг, 22 августа 2013 г.
среда, 7 августа 2013 г.
ნინო ხაჩიძე 15/06/
დედა : 5-99-22-32-80
მამა:
მისამართი:
ტელეფონი:
. |
სასწავლო წლის ბოლოს...პროექტ ,,ნორჩი მწერალი"-ს ფარგლებში |
вторник, 6 августа 2013 г.
понедельник, 5 августа 2013 г.
четверг, 1 августа 2013 г.
მერცხლის, გველისა და ჭიამაიას ზღაპარი
მარცხნივ კი ცანცარა თხა სახლობდა. მასაც ოთხი შვილი ჰყავდა. თიკნებს თიკა, თიკო, თიკუ და თიკე ერქვათ. მათი დედაც კეტავდა ჭიშკარს და როცა მოშივდებოდათ, ოთხივე ერთად იწყებდა კიკინს. მერცხალს ორივე ოჯახი ძალიან უყვარდა. ხალისიანად ელაპარაკებოდა ცხვარსაც და თხასაც. პატარების ტირილს რომ გაიგონებდა, მიფრინდებოდა და ცდილობდა, როგორმე გაერთო ისინი. ხან ზღაპარს უყვებოდა, ხან უმღეროდა, ხანაც ათამაშებდა დედიკოს მოსვლამდე.
ჭიამაიაც პატივს ცემდა ორივე მეზობელს, მაგრამ მათი ურთიერთობა მისალმება-მოკითხვით მთავრდებოდა. გველი კი ვერ იტანდა მათ.განსაკუთრებით მაშინ იგესლებოდა, იწყევლებოდა ,როცა პატარები აბღავლდ-აკიკინდებოდნენ.
-რა გინდა, რას ერჩი? რა ქნან აბა პატარებმა? შიათ და ტირიან. იცი, რა საყვარლები, სასაცილოები არიან?-ეტყოდა მერცხალი.
-სსსსაყვარლები? სსსსასაცილოები კი არა სსსსაზიზღრები არიან. როგორც კი ვნახავ ეზოს გარეთ, მგელს ვეტყვი და შევაჭმევინებ მათ- სისინებდა გველი.
ერთ დღეს ცაში მონავარდე მერცხალთან აქოშინებული ჭიამაია მიიჭრა:
-ჭიკჭიკა, უშველე! ცხვარს კარი ჩაუკეტავი დარჩენია, პატარები მინდორში გავიდნენ. გველი კი მგელთან წავიდა, რომ მოიყვანოს და ბატკნები შეაჭმევინოს.
-ვაი,ჭიამაიავ, აბა ჩქარა! ჩქარა! მაჩვენე, მაპოვნინე გზა. საით წავიდა გველი?
ჭიამაია გზას უჩვენებდა და მერცხალი ზუსტად იმ დროს მიფრინდა, როცა გველი მგელს ეუბნებოდა:
-შენთვის სსსსასიხარულო ამბავი მომაქვს, ცხვრის სსსსულელი ბატკნები...
-აი, შე უგულოვ, შენა-შესძახა მერცხალმა-აბა, გააგრძელე ლაპარაკი!
გველმა სწრაფად მოაბრუნა თავი და ენით ეკალს გამოედო.სიმწრისაგან თავი გააქნია და ეკალს ენის ნაგლეჯი შერჩა. გველის ენიდან სისხლმა იფეთქა და იქვე მიყუჟულ, შეშინებულ ჭიამაიას ტალახთან ერთად ფრთებზე შეეშხეფა. შემკრთალი ჭიამაია აფრინდა. გაბრაზებულმა მგელმა,რომ ვერ გაიგო რას ახარებდა გველი ,მერცხლის დაჭერა სცადა, მაგრამ მხოლოდ კუდზე პირის ტაცება მოასწრო. მერცხალმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიწია და ცაში აიჭრა. მგელს კუდის შუა ნაწილიღა შერჩა პირში. იმ დღის მერე მერცხალს მაკრატელა კუდი აქვს, ისევე ხალისიანი და ჭიკჭიკაა, ოღონდ მარტო თავისიანებთან ცხოვრობს.
გველს ორკაპა ენა შერჩა, ვეღარ ლაპარაკობს,მხოლოდ სისინებს. უფრო უხასიათო გახდა და ყველა გაურბის მასთან მეგობრობას.
ჭიამაიას სისხლი შეახმა ფრთებზე . იმ დღის სამახსოვროდ შავად დაწინწკლული დაფრინავს, ისევ კეთილია და ცდილობს, ყველას დაკარგული აპოვნინოს.
ცხვარი კი ისეა გველზე გამწარებული,სადაც წაასწრებს, ჩლიქებით თავს გაუჩეჩქავს ხოლმე.