სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

вторник, 31 января 2012 г.

საშინაო დავალება 01.01.12

ქართული ასო-ბგერა "ტ"- ტოროლა " კარგად კითხვით

დასაწერად ___დედანში ტ-ზე ყველაფერი, რვეულში სამი წინადადება

ენის გასატეხი (ზეპირად)

" კატო, კატო, ბუტია,
ბატი გაგიპუტია?
ბატი არა, ბატონო!
ტატოს ბატიბუტია."

  • ხვალ გამოვკითხავ ყველას "ტ" -ს ირგვლივ რაც ვისწვლეთ, ( კიდევ ერთხელ გადახედეთ ბლოგში განვლილ მასალას)
  • შედით < საკითხავ მასალაში>ვისაც არ წაუკითხავს დღეს წაიკითხეთ
  • აჩვენეთ ბავშვებს <პრეზენტაციებში> შესაბამისი მასალა.

მათემატიკა___გვ. 89 #1 ზეპირად და კითხვით;

  1. დანარჩენი ნომრები რვეულში,
  2. უნდა იცოდნენ ლუწი რიცხვები
  3. დახაზონ შესაბამისად ამ ზომის მონაკვეთები
  4. გამოატანეთ ნორმალური სახაზავი, ისეთი რომ ციფრები კარგად ემჩნეოდეს , ასევე შავი ფანქარი ჰქონდეს ყველას!!!
  • სავარჯიშო რვეულში არ აქვთ დავალება.

მუსიკა___,,მაკნატუნა" წაუკითხეთ; უნდა შეძლონ კითხვებზე პასუხის გაცემა ამ გაკვეთილის ირგვლივ.

დღეს ვუყურეთ ანიმაციურ ფილმს ,,მაკნატუნა", გამოვიყენეთ ბუნების გაკვეთილისთვის განსაზღვრული დრო,ამიტომ ხვალისთვის გამოატანეთ ბუნების სახელმძღვანელო !!!

შეგახსენებთ ხვალინდელ ცხრილს:

  1. მათემატიკა
  2. ქართული
  3. ხელოვნება
  4. მუსიკა

p.S. პატივცემულო მშობლებო, ხვალიდან სკოლაში იფუნქციონირებს ბუფეტი. ყველაფერი ძალიან გემრიელი და ხარისხიანი იქნება , შეგიძლიათ ესტუმროთ , პირადად ნახოთ ,ასევე გაეცნოთ მენიუს !!! :)

,,სხვა გვერდები" ჩამონათვალში დაემატა ახალი გვერდი <გაკვეთილების ცხრილი>http://saklaso.blogspot.com/p/blog-page_31.html გაკვეთილების ცხრილი


понедельник, 30 января 2012 г.

საშინაო დავალება 31.01.12

ირკიტა
ოროლა.



ქართული___ ასო-ბგერა "ტ" ტოროლა


დასაწერად "ტ" ორი ხაზი და პირველი წინადადება ტესტიდან.(სავარჯიშო რვეულში არაფერი გააკეთონ)

,,მზემ რომ თვალი ჰკიდა

თვალი გააჭყიტა,

გაიხარა წითელმა.

მშვენიერმა ტ - - - მ." [პასუხი ჩაწერეთ რვეულში] ისწავლეთ ზეპირად.

მათემატიკა__ გვ.88(სახელმძღვანელოდან)__ რვეულში; გვ.25 სავარჯიშო რვეულში"; ასევე 3-ის მიმატება 0-დან 7-მდე

  • იხილეთ გვერდი <საკითხავი მასალა> წაუკითხეთ ,, სვეტიცხოველი", საკვანძო საკითხები დაიმახსოვრონ აუცილებლად. ვინც შეძლებს __ლეგენდაც ისწავლოს.
  • იხილეთ <პრეზენტაციები>


пятница, 27 января 2012 г.

საშინაო დავალება 30.01.12სთვის

ქართული___ასო-ბგერა "ც" კარგად კითხვით ;

დასაწერად ___ დედანში სიტყვა და წინადადება ;

სავარჯიშო რვეულშიც გააკეთონ ყვლაფერი.

ლექსი, ორშაბათისთვის, ყველამ იცოდეს ზეპირად .!!!

მათემატიკა___ა)სახელმძღვანელოდან- გვ.87 რვეულში ,მთლიანად. ბ) "სავარჯიშო რვეულში"ჩანიშნული აქვთ რაც უნდა გააკეთონ ."( ,, ბუშტებიანი" სავარჯიშოს [გვ.24] მსგავსი __ სამი სვეტი)

ვინც არ იყო პარასკევს, ორშაბათისთვის უნდა ჰქონდეთ გაკეთებული "სავარჯიშო რვეულში"გვ.23 და 24 მთლიანად !

  • ყველას ჰქონდეს სახაზავი , შავი ფანქარი
  • ახალი ცხრილი ალბათ ნახეთ!!!(აქაა- დავალება 25.01.12)
  • ინგლისურისთვის ,12ფურცლიანი, მათემატიკის რვეული იქონიონ!!!

დამტებითი სავარჯიშო მათემატიკაში , იხ. <გვერდი მათემატიკისთვის> 5)-სავარჯიშო.

четверг, 26 января 2012 г.

საშინაო დავალება 26.01.12


ქართული__ასო -ბგერა ც, მერცხალი --კითხვით

დასაწერიც აქვთ

მოძრავ ანბანში ჩაუდეთ

მათემათიკა__სახელმძღვანელოდან გვ.86

დასაწერი ,,სავარჯიშო რვეულში" გვ. 23 მთლინად


ლექსი ზეპირად:


მოდიოდა ნინო მთებით
(ნაწყვეტი)

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...

ანა კალანდაძე

ლევანს ვულოცავთ დაბადების დღეს!!!

ვიდეოები იხილეთ აქ-

http://saklaso.blogspot.com/p/blog-page_9372.html

<ჩვენი ფოტოები და ვიდეოები>

среда, 25 января 2012 г.

საშინაო დავალება 25.01.12

პატივცემულო მშობლებო , თუ ბავშვს არ ახსოვს რა აქვს დავალებად არ ინერვიულოთ და ნუ ეცდებით მოიძიოთ ინფორმაცია. ასე ვთქვათ ,ვაკვირდები ბავშვებს , ვსწავლობ მათ მოსმენის და ყურადღებიანობის უნარს:))) ; ყველა ხარვეზი და პრობლემა გადაიჭრება სკოლაში, გაკვეთილის პროცესში.

  • ასევე , სავარჯიშო რვეულში თუ არ ექნებათ ჩანიშნული, ნუ გააკეთებინებთ თქვენი ინიციატივით.

ქართული___ ,,ბაყაყი " ძალიან კარგად კითხვით

ლექსი ზეპირად:

მოდიოდა ნინო მთებით
(ნაწყვეტი)

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...

ანა კალანდაძე


მათემატიკა___ავარჯიშეთ,, მოძრავი ციფრებით"___ დაალაგებინეთ ციფრები ზრდადობის და კლებადობის მიხედვით(გაიმეორეთ სავარჯიშო რამდენიმეჯერ)

  • ცხრილში ცვლილებებია:

ორშაბათი: . . . . . . . . . სამშაბათი: . . . . . . . . .ოთხშაბათი:

1.ინგლისური . . . . . . . . .1.მათემატიკა . . . . . . . .1.მათემატიკა

2.ქართული . . . . . . . . . . .2.ქართული . . . . . . . . . 2.ქართული

3.ქართული . . . . . . . . . . .3.ბუნება. . . . . . . . . . . . . 3.ხელოვნება

4.მათემატიკა. . . . . . . . . 4.მუსიკა . . . . . . . . . . . . 4.მუსიკა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5. სპორტი

ხუთშაბათი: . . . . . . . . . . . .პარასკევი:

1.ქართული . . . . . . . . . . . . . . .1.მათემატიკ ა

2.ქართული. . . . . . . . . . . . . . . 2.ქართული

3.მათემატიკა. . . . . . . . . . . . . . 3.ხელოვნება

4.ბუნება. . . . . . . . . . . . . . . . . . . 4.ინგლისური

5.სპორტი


вторник, 24 января 2012 г.

საშინაო დავალება 24.01.12

ქართული___ ,,ბაყაყი" კარგად კითხვით ...წააკითხეთ სხვადასხვა ადგილიდან და არა (სულ) მიყოლებით.,, იხვი და მყვარი" მოყოლით დღეს მხოლოდ ორმა ბავშვმა მომიყვა ...რა ხდება?:(( აქ ნახეთ http://saklaso.blogspot.com/p/blog-page.html (ბოლოდან მეექვსე მოთხრობაა )
დასაწერი ___.(იციან რაც უნდა დაწერონ) ...გეტყვით, რომ დასაწერად აქვთ ორი საკითხი ,გაიხსენონ და შეასრულონ მიცემული დავალება .
მათემატიკა--- ჩანიშნული აქვთ დავალება რვეულებში
ხვალ ისტის მაგივრად ექნებათ ბუნება!!!___წამოიღონ ფერადი ქაღალდები , წებო და მაკრატელი.
როცა სწავლას მორჩებით გახსენით ,,ზღაპრის გუდა" და ნახეთ მულტფილმი ,ან აქ უყურეთ http://www.youtube.com/watch?v=twfTLQdma1U

понедельник, 23 января 2012 г.

საშინაო დავალება 23.01.12

მოგესალმებით , კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს !!!


მეორე სემესტრში კიდევ უფრო მეტი მონდომებით შევუდგეთ სწავლას, გისურვებთ წარმატებებს, ჩემო პატარებო!

----------------------------------------------------------------------------------------------------------

ქართული___ ასო-ბგერა ყ; ბაყაყი კითხვიდასაწერად ასო ,,ყ" ორი ხაზი რვეულებში (გამოწერილი აქვთ ჩემს მიერ)

წაუკითხეთ ,, იხვი და მყვარი" (მოყოლით) იხ. ,,საკითხავი მასალა"

მათემატიკა___ მაგალითები სამი სვეტი (მაგალითები თავად მოიფიქრონ)

გავიხსენოთ და დავხაზოთ სამი მონაკვეთი -- ზომები: 3სმ , 5სმ , 6სმ

როცა სწავლას მორჩებით ესტუმრეთ ,,ზღაპრის გუდა" და უყურეთ მულტფილმს ან აქ http://www.youtube.com/watch?v=twfTLQdma1U