სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

среда, 30 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 30/11/11

წელი ახალი პაწაწინების ოცნება
ყველა ზღაპარი, ყველა სურვილი ახდება
.. მოვიდა ნათელი დღე სიხარულს მოგვიტანს ჩვენ X2

დაგვბედებოდეს ბედნიერება, სიკეთე
მრავალჟამიერ სიხარულსა და იმედებს
.. ახალ წლის ლამაზი დღე ფიფქებმა გვაჩუქეს ჩვენ X2

დაგვბედებოდეს ბედნიერება, სიკეთე
მრავალჟამიერ სიხარულსა და იმედებს
.. მოვიდა ნათელი დღე სიხარულს მოგვიტანს ჩვენ X2
[ხვალისთვის ზეპირად]

იხილეთ გვერდი <საბავშვო სიმღერები>
P. S. ტექსტები, რაც ქვემოთ მოგწერეთ, უნდა ისწავლონ ამ კვირაში !!!

понедельник, 28 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 29/11/11

ქართული---,,ურემი" ძალიან კარგად კითხვით.
დასაწერად___სამი წინადადება წიგნიდან.(ზეპირედ)




მათემატიკა ___თავად იციან რა უნდა დაწერონ (ვამოწმებ მათ).



მუსიკის გვერდზე შედით და სიმღერებს მოუსმინონ!!!
სამივე სიმღერა უნდა ვისწავლოთ ამ კვირაში.

საახალწლო

რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.


ნაძვის ხეო

ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო. [ყ ვ ე ლ ა მ ისწავლოს]


ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო! [ყველა ამბობს}

суббота, 26 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 28/11/11(სამშაბათისთვის)



ქ ა რ თ უ ლ ი___ასო-ბგერა რ ,,,ურემი" კითხვით
დასაწერად ___დედანში ორი ხაზი
სავარჯიშო რვეულში <ყვითელი დავალება>

რ-ზე დაწყებული ანდაზები:
,,რაც არ გერგება , არ შეგერგება"
,,რასაც დასთეს იმას მოიმკი" [ზეპირად]

ჩქარსათქმელი: ,,რიონი ნარიონალში , ნიორი ნანიორალში" [სავარჯიშო]

მონახეთ ტექსტში მათი სახელები და დაწერეთ რვეულშიც :


მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა___8,9
დახაზონ : სამკუთხედი , ოთხკუთხედი ექვსკუთხედი.
ასევე იხ. <მათემატიკის გვერდი>

საშინაო დავალება28/11/11

пятница, 25 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 25/11/11 (ორშაბათისთვის)

ქართული_____,,თევზი" კარგად კითხვით
დასაწერად____,,სავარჯიშო რვეულში" დაასრულონ ყველა დავალება ,ასევე დედანშიც

იხ,< პრეზენტაციები> ,,ზ'' და <ზღაპრის გუდა> - ში ა.ს. პუშკინის ,,მებადური და ოქროს თევზი"

(იქნებ მოყოლაც მოახერხონ )



მათემატიკა____შემდეგი 3გერდი <7>

ტესტი გამოგიგზავნეთ,,მეილზე" აუცილებლად გამიკეთონ და გადმოგზავნეთ , ან ბუკებში გააკეთონ.

რვეულში დასაწერი: იხ. <მათემატიკის გვერდი >

вторник, 22 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 22/ 11/11

ქართული_____,,აკვანი " ძალიან კარგად კითხვით
დასაწერად ____ ,,აი სამი თითი"
,,ეს შიოს აკვანია"
,,ეს მანანას თეფშია"


,,მენავე იხვები"--მოყოლით


მათემატიკა____გვ.55-გვ.57-ის ჩათვლით
დასაწერად ,,ბუკებში" ___10 მაგალითი, თუ გინდათ მეტიც დაწერეთ( და შეინახეთ...save)

ჩაწერე რვეულში მათი სახელები !





იხ. ,,საკითხავი მასალა"


ვისაც არ გაუკეთებია!!! ---იხ. < გვერდი მათემატიკისთვის >

воскресенье, 20 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 24/11/11




ქართული_____ასო-ბგერა < ზ > ,,თევზი" კითხვით
დასაწერად _____დედანში- ორი ხაზი

჻჻჻
პონზე დიდი--ცხენზე მცირე
ირგვლივ თეთრი ზოლებით,
ბინადარი აფრიკისა
იცნობ--ჩამოქროლებით.
იმ წამშივე გამოიცნობ,
მას არ უნდა ძებნა
ან რა გამოსაცნობია
ცხოველს ჰქვია ზ- - - ა









დაწერონ მათი სახელები:






მათემატიკა_____იხ. <გვერდი მათემატიკისთვის>

იხ. <საბავშვო სიმღერები >

იხ.<პრეზენტაციები> <საკითხავი მასალა> და წაუკითხეთ პატარებს

суббота, 19 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 22/11/11


ქართული ასო-ბგერა <ნ> ,,აკვანი" კითხვით
დასაწერად ნ" , ,,ეს ნუში მკვახეა" , ,,ფინიას ხმა ისმის" ,,,ივანე ვენახს თოხნის" (წიგნიდან)

პრეზენტაციებში " უყურეთ ფილმს : ,,აკაკის აკვანი"

*ნ*
გარეული თხა არის,
რქები სწორზე სწორი აქვს,
მთაში ერთ -ორ ციკანს ზრდის
იგი ნ - - - - - - ა [პასუხი ჩაწერეთ რვეულში]].

> მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა: №13 გაკვეთილის მეორე ნაწილი
> ,,სავარჯიშო წიგნიდან" --- შემდეგი სამი დავალება.
> დასაწერად მაგალითები



P. S.
>პატივცემულო მშობლებო, ხ ვ ა ლ(სამშაბათს) ბავშვებმა წამოიღონ ,,ნეთბუქები" !!!

>აუცილებლად იხ. ,,პეზენტაციები" და ,,საკითხავი მასალა" !!!

пятница, 18 ноября 2011 г.

საშინაო დავალება -ორშაბათისთვის 21/11/11

ქ ე რ თ უ ლ ი___ასო-ბგერა <ფ> ,,ოფოფი" ძალიან კარგად კითხვით
,,ვინ აჩუქა ოფოფს სავარცხელი" მოყოლით (შეძლებისდაგვარად)
დასაწერად ___,,დედანში"- შემდეგი სამი ხაზი. რვეულში ---ორი წინადადება გაიხსენონ (ტექსტიდან )და დაწერონ.

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა___ #13 გაკვეთილი 1-ლი ნაწილი
დასაწერად სავარჯიშო რვეულში" #13-ის 1-ლი და მე-2 დავალება
რვეულში სამი სვეტი მაგალითი და ორი მონაკვეთი დასახაზად

^[იხილე ,,გვერდი მათემატიკისთვის" ]

მუსიკა___ტექსტების გამეორება

,,კანფეტების წვიმა" - ზეპირად
ნახეთ, ქვევით ,დავალება 11.11.11 და ის ტექსტი გაამეორებინეთ, ვისაც არ უსწავლია აუცილებლად ასწავლეთ!!!


იხ. ამ სიმღერის კარაოკე <პრეზენტაციებში>

ან აქ http://youtu.be/YfiGZbWUdoA

четверг, 17 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 17.11.11





ქ ა რ თ უ ლ ი___ ასო-ბგერა <ფ> ,,ოფოფი" კარგად კითხვით.
დასაწერად ___ დედანში 1-ლი ნაწილი ;

ენის გასატეხი: ,,ოფოფებმა ოფოფები ოფოფურად ააფრინეს“

...
,,ჩიტუნები დააფრთხო,

რომ გავარდა ხმა თოფის,

ტოტებში რომ მიიმალა,

ის რა არის? ( ოფოფი)
...
,,ოფოფს თავზე გვირგვინად

სავარცხელი ადგას,

ამაყია, თავმომწონე,

სხვა ჩიტუნებს არ ჰგავს“

...

,,ეს ოფოფი გაჩეჩილი,

ყური უგდეთ რაზე ჩივის,

სავარცხელი არ მაქვსო,

მიველ, ვსთხოვე მამალსო“

[იხ. <პრეზენტაციები> და <საკითხავი მასალა>

среда, 16 ноября 2011 г.

საშინაო დავალება --16'11'11

ქართული---,,იხვი"_ კარგად კითხვით
დასაწერად ---გადმოიწერონ სამი წინადადება წიგნიდან.მიაქციეთ კალიგრაფიას ყურადღება.
წაუკითხეთ საკითხავი მასალა----,,იხვი და მყვარი" კარგია თუ შეძლებენ მოყოლას

წააკითხეთ ,,თივა" ელქტრონულ დედაენაში (იხ. <პრეზენტციები> )

ხვალ გვექნება ,,ხელოვნება" გამოატანეთ წიგნები
მათემატიკა არ გვაქვს.


იხ. ,,გვერდი მათემატიკისთვის"

P.S.სკოლაში იხსნება სიმღერის წრე, შეასწავლიან ხალხურ სომღერებს და გალობასაც___ მსურველებმა მომწერეთ მეილზე ,ან აქვე ,,კომენტარებში "

понедельник, 14 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 15.11.11




ქართული __ასო-ბგერა <ვ> ,,იხვი" კარგად კითხვით

[კარგი განწყობისთვის ჩემო პატარებო იხ. ,,პრეზენტაციებში " მულტფილმი-,,იხვი დონალდი" ]

გამოცანა
"ისე მიყვარს ყვინთაობა,
ხანდახან თუ დავისვენებ,
ვახ-ვახ, ვახ-ვახ, წყალში ვცურავ
ისე, რომ ფრთას არ ვისველებ."
(იხვი)

დასწერად ,,დედანში" სამი ხაზი

[ იხილეთ ,,საკითხვი მასალა " ]

მ ა თ ე მ ა ტ კ ა____ მე-12 გაკვეთილი
1.ივარჯიშონ ხაზვაში და შემდეგ ,,დავალების რვეულში" დახაზონ (ხუთკუთხედი და ექვსკუთხედი)
2.მაგალითები --სამი სვეტი

ხვალ ,,ბუკები" გამოატანეთ დატენილი!!!

четверг, 10 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 11.11.11(ორშაბათისთვის)




*ქ ა რ თ უ ლ ი ___ ასო-ბგერა <კ> , ,,სოკო" [პრეზენტაციებში აჩვენეთ ბავშვებს ვიდეოკოლაჟი!!!]
დასაწერად ___დედანში: ასო, სიტყვა, ფრაზა .
მოძრავი ანბანით სიტყვების აწყობა.

*მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა___ მე-11 გაკვეთილის 1-ლი გვერდი
დასაწერად___ #11-ის 1-ლი ნაწილი დავალება <სავარჯიშჴ რფვეულში> !

*მ უ ს ი კ ა:
სიზმრად ვნახე, გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა,
ეზოში შემომეგებნენ მოსეირნე წყვილები
კანფეტების ჭამისაგან შავი ჰქონდათ კბილები.

მისამღერი:
.. გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა X2

ლიმონათში ბანაობდა ციცქნა ჩიტი ღაბუა
პატარებმა გააკეთეს შოკოლადის ბაბუა,
მამალოს დააჭენებდნენ ნიკუშა და თამრიკო
ჩვენი მურაც გარეთ იყო ყეფით ეზო აიკლო.

მისამღერი X2

.. გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა; გარეთ თოვდა X2

ნეტავ მართლა თუ ახდება უცნაური სიზმარი
კამფეტებს რომ ვიღაც აბნევს მაცოდინა ვინ არის?
ანგელოზი მომეპარა ძილში სახემცინარი
ალბათ მიტომ დამესიზმრა ტკბილზე ტკბილი სიზმარი.

მისამღერი X2

(ორი კვირის მანძილზე)


[კარაოკე იხილეთ ,,პრეზენტაციებში"]



,,ჩურჩხელა" , ,,მუხა" , ,,ზღაპარი პაკოზე" მოყოლით (შეძლებისდაგვარდ)

среда, 9 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 10.11.11 -სთვის

ასო-ბგერა ,,შ" ,,შეშა"-- კ ა რ გ ა დ კითხვით!!!
აუცილებლად წააკითხეთ პრეზენტაციებში ,,შოშია"(დედაენაში" მოძებნეთ)
ნუ აკითხებთ მიყოლებით ...ამოიკითხონ ადგილ-ადგილ!!!
დასაწერად1) რვეულებში; 2)წინადადება__შიო შოთას ძმაა? 3)დედანში ,თუ აქვთ რამე დასამთავრებელი <შ> ზე.

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა ___ მე-10 გაკვეთილი;
სავარჯიშო რვეულში___მე-10 დავალება- ყველაფერი
რვეულებში გამოწერონ ის ციფრი , რომელიც თავად არ მოსწონთ( თავიანთ ნაწერებში)

p.s. ბუკები" გამოატანეთ დატენილი!!!
ბევრი იკითხონ!!!
საკითხავ მასალაში რაც გაგვივლია გადაიმეორონ-- პარასკევს გვექნება შემაჯამებელი გაკვეთილი !!!
ესტუმრეთ http://cerodena.blogspot.com/ - ს და ნუ დაიშურებთ კომენტარებს :)))

вторник, 8 ноября 2011 г.

მოუსმინეთ შოშიას.........09.11.11



პატივცემულო მშობლებო, აუცილებლად იხილეთ ,,პრეზენტაციები"ს გვერდი და ბავშვებს წაუკითხეთ (ასევე აჩვენეთ) შოშიას შესახებ !!!

понедельник, 7 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 08.11.11


ასო-ბგერა ,,შ" ,,შეშა"--კითხვით
დასწერად <შ> და <შოშია> ; სავარჯიშო რვეულიდან__1-ლი და მე-2 სავარჯიშო
შოშია და ბავშვები

"- რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრიანადა?
- რა ვქნა, ვერ ვძლებდი სხვა მხარეს,
ვიყავი ნაღვლიანადა,
ვიცოდი, ზამთრის ნაწყვეტი
აქ კიდევ დამიხვდებოდა,
შემაწუხებდა შიმშილი
და კიდეც შემცივდებოდა.
მაგრამ გავბედე წამოსვლა,
არ შევუშინდი ზამთარსა
და მოვატანე კიდეცა
ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა."

შიო მღვიმელი


მონახეთ ბუკებში <შ> და დააკვირდით როგორ იწერება !

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა ---სამი სვეტი მაგალითი
დახაზონ სამი გეომეტრიული ფიგურა

წაუკითხეთ რ.ინანიშვილის ,,მუხა" (იხ. პრეზენტაციების გვერდი)

воскресенье, 6 ноября 2011 г.

p. s. 06.11.11 !!!

პატივცემულო მშობლებო , ძალიან გთხოვთ , ვინმეს თუ გაქვთ ,, სოციალურად დაუცველის " ან ,, ლტოლვილის საბუთი, მომწეროთ იმეილზე!

06.11.11

суббота, 5 ноября 2011 г.

შოშია და ბავშვები

"- რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრიანადა?
- რა ვქნა, ვერ ვძლებდი სხვა მხარეს,
ვიყავი ნაღვლიანადა,
ვიცოდი, ზამთრის ნაწყვეტი
აქ კიდევ დამიხვდებოდა,
შემაწუხებდა შიმშილი
და კიდეც შემცივდებოდა.
მაგრამ გავბედე წამოსვლა,
არ შევუშინდი ზამთარსა
და მოვატანე კიდეცა
ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა."
ანდაზა - "შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო."


შაშვი და ყვავი

ბუჩქებში მომღერალ შაშვს ხის კენწეროდან ყვავმა გადმოსძახა:

-ვერ ვიტყვი, რომ ცუდად გალობ, მაგრამ უნდა გაჩუმდე.

-თუ ცუდად არ ვგალობ, რატომ უნდა გავჩუმდე?! -გაუკვირდა შაშვს.

-იმიტომ რომ, როცა შენ მღერი, მე აღარავინ მისმენს.

-ამიტომ მე არ უნდა ვიგალობო და შენ უნდა იყრანტალო?! -აჭახჭახდა შაშვი. ოტია იოსელიანი ?

ენის გასატეხი - "შარიშური, შარიშური,
ვინ წაუსვა შავ შაშვს მური?
ბუნების ამ მშვენიერ შვილს
სიშავე აქვს შესაშური."
შიო მღვიმელ

пятница, 4 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 07.11.11







ქ ა რ თ უ ლ ი ____ასო-ბგერა ,,მ " ,,მუხა" კითხვით
დასაწერად : რვეულშიც და ,,სავარჯიშო რვეულშიც" !!! ნახეთ ბუკში ასო <მ>
,,ამბავი ბოკვერ პაკოზე" ---მ ო ყ ო ლ ი თ .

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა____რიცხვი 5
დასაწერად: რვეულებშიც და ,,სავარჯიშო რვულებშიც"
ზეპირი ანგარიში 5-ის ფარგლებში .
დააკვირდით სურათს და ჩაწერეთ რვეულში ყველა ციფრი ( ნახეთ რამდენი 1ანია ,2ანი და ა. შ. ყველა)

(იხ. საკითხავი მასალა)
{იხ. პრეზენტაციები}

среда, 2 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 04.11.11 ,

დააკვირდით როგორ იწერება ,,ძ " (დააკლიკეთ სურათებზე)





ქ ა რ თ უ ლ ი ___ასო-ბგერა ,,ძ" ,,ძუა" ტექსტი კითხვით,
დასაწერად__,,ძ " ,,აი ოთხი ძუა" ("სავარჯიშო რვეულში")

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა___შემდეგი გვერდი ,
დასაწერად __სამი სვეტი მაგალითი , დახაზონ მართკუთხედი.

წაიკითხე სიტყვები


ეს სიტყვები წაიკითხონ და შემდეგ ჩაწერონ რვეულში.
(დააკლიკეთ სურათზე და გადიდდება )

вторник, 1 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 03.11.11.

ქ ა რ თ უ ლ ი___ასო- ბგერა ,,უ" კარგად კითხვით !
დასაწერად__ გადაიწერონ წიგნიდან ორი წინადადება.
ლექსი: მუხლუხოს მუხუდო
(ნაწყვეტი)
ერთი საწყალი კალია
დახანხალებდა მშიერი.
გზად ნათლიმამა მუხლუხო
შემოხვდა, დინჯი იერით.
შეატყო, რომ ჩვენს კალიას,
უჭირდა, თანაც ძალიან.
ჰოდა, კალიას მუხლუხომ
აჩუქა ორი მუხუდო.
მარიამ წიკლაური

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა __შემდეგი გვერდი ,
დასაწერად__ მოიფიქრონ მაგალითები 5 ანზე .
დასახაზად__ ხუთკუთხედი .

მუსიკაში ტექსტები გაიმეორონ.

მეილზე რაც გამოგიგზავნეთ წაუკითხეთ აუცილებლად , (კითხვებზე უნდა გამცენ პასუხი, ორშაბათს.-ვინც შეძლებს მოვაყოლებ)

საშინაო დსავალება 02.11.11

ქ ა რ თ უ ლ ი___ასო- ბგერა ,,უ" კითხვით
დასაწერად დედანში და რვეულებში

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა__ რიცხვი -5
დასაწერად __ ,,სავარჯიშო რვეულში" , 12ფურცლიანებში ორი ხაზი 5-ანები , გააკეთონ ნახატი მაგალითებისთვის: 3+2=5 4+1=5 4-1=3 5-1=4