გ.რამიშვილის სახელობის #20 საჯარო სკოლა. პედაგოგი ირინა ზაქარეიშვილი
სხვა გვერდები
- მთავარი გვერდი
- ყმაწვილთათვის ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა
- საკითხავი მასალა
- პრეზენტაციები
- გვერდი მათემატიკისთვის
- ჩვენი ფოტოები და ვიდეოები
- საინტერესო ამბები ... ისტორია და სხვ.
- ჩემი გვერდი ლემილზე
- კარგი განწყობისთვის :) და ზოგიც ისე , არ დავიწყებისთვის ...
- საბავშვო სიმღერები
- ს ხ ვ ა დ ა ს ხ ვ ა
- გამოფენა
- სამყარო
- საინტერესო წინგის მაღაზიები საქართველოში
- პ რ ო ე ქ ტ ე ბ ი
- გამრავლების ტაბულა
- პუნქტუაციის წესები
- მოგონებები მწერლებზე
- სასარგებლო ბმულები
- ექსკურსია შიომღვიმეში
- იყო და არა იყო რა...არდადეგებზე საკითხავი :)
- მე-4 კლასის ტესტები
- გაკვეთილების ცხრილი მე-4 კლასი
- მსოფლიო კლასიკა
- ონლაინ ბიბლიოთეკა
- მ ა რ ტ ყ ო ფ ი19.05.12
- ჩვენ YouTube.com-ზე
- მოგზაურობა ერევანში
- მე-4 კლასში გაკეთებული პროექტები
- მოხუცთა თავშესაფარში
...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.
. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი
...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]
понедельник, 31 марта 2014 г.
მოგონებები მწერლებზე: ვაჟა-ფშაველა
среда, 23 октября 2013 г.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველას აზრები
> ,,სამშობლოს არვის წავართმევთ, სხვაც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარასაც კი გაეცინება."
> ,,განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია."
> ,,მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას."
> ,, ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია."
пятница, 18 октября 2013 г.
ვაჟა-ფშაველა

- ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი პეტერბურგში, როდესაც უნივერსიტეტში შევედი. ის მოვიდა თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში და ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომას სათვისტომო საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად. არავითარი რვეული ან წერილობითი საბუთები ხელში არა ჰქონია და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსის ზეპირად დამახსოვრება. ლექსები, რასაკვირველია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე.
- ყველაზე უფრო მისი ნიჭის დამფასებელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა: „რუსთაველის შემდეგ ჩვენ ასეთი ნიჭიერი პოეტი არა გვყოლიაო“. „ხუთშაბათობის სხდომებზე“, რომელნიც ილიას ბინაზე ეწყობოდა ხოლმე და რომელთაც ესწრებოდნენ რედაქციის ყველა წევრი, მწერლები და ილიას მეგობრები, ხშირად კითხულობდნენ ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ თხზულებას.
- გორის საოსტატო-სამასწავლებლო სემინარისთან არსებულ სამაგალითო სკოლაში ვსწავლობდი. ლუკა რაზიკაშვილი, რომელიც ჯერ ,,ვაჯა-ფშაველად" არ იწოდებოდა ,მეორედ თუ მესამედ უფრო ახლოს ვნახე სემინარიის ეზოში, დასვენების დროს.მისი გარეგნული შეხედულება და მედიდური სიარული გვიზიდავდა სმაგალითო სკოლის ყველა მოწაფეს , საითაც წავიდოდა ჩვენც იქით მივდევდით , რომ უფრო კარგად გაგვეგონა მისი ლაპარაკი და ფშაური კილო . ვაჟა განვითარებულ შეგირდად და სამაგალითო ადამიანად ითვლებოდა სემინარიაში . ამხანაგები დიდ პატივსა სცემდნენ და უყვარდათ კიდეც.
- ილია ვაჟას მზეს ეძახდა მის ძმას, ბაჩანას, მთვარეს.