სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

Показаны сообщения с ярлыком დაბადების დღე. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком დაბადების დღე. Показать все сообщения

суббота, 8 декабря 2012 г.

სახალისო მათემატიკა

...1. დაბადების დღე

 

ნიანგმა გენამ დაბადების დღეზე მოიწვია სტუმრები. ჩებურაშკამ, ვინი პუჰმა და მიკი მაუსმა საჩუქრად მოუტანეს წითელი, მწვანე და ლურჯი ფერის ქუდები და ჰალსტუხები.
ამასთან, ჩებურაშკას მოტანილი ქუდისა და ჰალსტუხის ფერები ერთმანეთს ემთხვევა, ვინი პუჰის საჩუქარში არ იყო წითელი ფერის არც ქუდი და არც ჰალსტუხი, ხოლო მიკი მაუსმა უსახსოვრა მწვანე ფერის ქუდი და სხვა ფერის ჰალსტუხი.
რომელმა რა ფერის ქუდი და ჰალსტუხი მოუტანა საჩუქრად ნიანგ გენას დაბადების დღეზე?

[პასუხებს ველოდები კომენტარებში]комментария: აქვე შეგიძლია დააკლიკო!