სხვა გვერდები

Страницы

Страницы

вторник, 18 марта 2014 г.

საშინაო დავალება 20'03'14

ქართული___ იგივე ; "დავით აღმაშენებელი"[წიგნის სამყაროდან] მოყოლით ან კითხვებზე პასუხუს გაცემით!!!
წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ :
ქართულ ენაში არსებული სიტყვათა მარაგი ლექსიკური მნიშვნელობისა და გრამატიკული ნიშნების მიხედვით დაყოფილია 10 ჯგუფად. თითოეულ მათგანს მეტყველების ნაწილი ეწოდება.  ქართული ენის გრამატიკაში მეტყველების ნაწილთა კლასიფიკაცია ანტონI,კათალიკოსიდან მოდის.  მან გამოყო 8 მეტყველების ნაწილი.
     
ახალი ქართულის მიხედვით მეტყველების ნაწილებია:
(ჩვენ ვისწავლეთ:)
  1. არსებითი სახელი: წიგნი, სიკეთე..
  2.  ზედსართავი სახელი: ლამაზი, ჭკვიანი...
  3.   რიცხვითი სახელი: ათი, მესამე, მეხუთედი...
  4.    ნაცვალსახელი: მე, შენ, ის,  ჩვენ...
  5.    ზმნა: ვმუშაობ, წერს, ხატავენ..   
    (ვისწავილით მომავალში)
  6.  ზმნიზედა: წინ, სულ, იქ...
  7.   თანდებული: ვით, ზე, თან...
  8.   კავშირი: და, ხან, რომ...
  9.       ნაწილაკი: არც, ღა, თურმე...
  10.   შორისდებული: ოხ, ეჰ, ოჰ... 
მე ვიცი ზოგი მშობელი აწარმოებს კონსპექტს _გრამატიკის რვეულს ცალკე, ბავშვისთვის , რაც ძალიან კარგია, კარგი იქნება ზემოთ მოცემულ ინფორმაციასაც  თუ გადაუტანთ რვეულში!!!
  •  დასაწერად : გადაიწერეთ მოთხრობა , ამოწერეთ მეტყველების ნაწილები და გაარჩიეთ.

მკვეხარა ქოთანი

ქოთნები ერთად შეგროვილიყვნენ. ერთი უფრო მაღლი ქოთანი შუაში ჩამდგარიყო და იკვეხნიდა: მე თქვენისთანა როდი ვარ, მე ოქროს ძირი მაქვსო. უცებ თავს წაადგა ცაცხვი.
მკვეხარა ქოთანს შერცხვა და ხმა გაკმინდა.
  • მათემატიკა ___ N8 [59]
დამატებით :


P.S. ა)ქართულის საკონტროლოს რვეულები არ ჰქონდათ:
  1. კუპატაძე ლიზა
  2. კაკალაშვილ ირაკლის
  3. ბასილაშვილ საბას
  4. მეტონიძე ლიზას
  5. გერმისაშვილ ანრის
[ ამ რვეულებს მგონი პირველი სემესტირიდან ვითხოვ!!!]
ბ) ვიცით , რომ ოთხშაბათობით გვაქვს ორი ქართული __ ამ დღეს უნდა ატარონ__ " წიგნის სამყარო"  ... არ ჰქონდათ:
  1. ითაშვილ ელენეს
  2. ბერუაშვილ ნიკოლოზს
  3. დარბაიძე დაჩის
  4. მეტონიძე ლიზის
  5. ხაჩიძე ნინოს
  6. კუპატაძე ლიზას
  7. ფავლენიშვილ ნიკას
პატ. მშობლობო , უმორჩილესად გთხოვთ  ჩანთა შეუმოწმეთ ბავშვებს სანამ სკოლაში წამოიყვანთ.... ნუ მიანდობთ მათ ყველაფერს , მართალია ვაჩვევთ დამოუკიდებლობას  ,მაგრამ ამ ასაკში მაინც საჭიროებენ თქვენს დახმარებას  !

3 комментария:

  1. X+11=19
    X=19-11
    X=8
    ________
    8+11=19
    19=19


    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მას ბოდიში შემეშალა
      X+14=19
      X=19-14
      X=5
      -------------
      5+14=19
      19=19









      Удалить
  2. X+14=19
    X=19-14
    X=5
    ლიზი მეტონიძე

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!