სხვა გვერდები

Страницы

Страницы

понедельник, 25 июня 2012 г.

მეფე საქართველოსი ფარნაოზი

...პირველი მეფე საქართველოსი ფარნაოზი
ფარნაოზის მამა იყო მცხეთის მამასახლისი. ფარნაოზის ბავშვობის
დროს საქართველოს შემოესია მაკედონელთა წინამძღოლი იაზონი დიდძა-
ლი ჯარით. სძლია ხანგრძლივ ომში ქართველ ჯარსა, მოუკლა მას წინამ-
ძღოლი, მცხეთის მამასახლისი, და ჩვენს ქვეყანას დაადო კისერზე მონობის
უღელი.
დაქვრივებულ ცოლს მოკლულის მამასახლისისას ეშინოდა იაზონისა
და ამის გამო გაეცალა ქართლს, წავიდა ჩრდილოეთისაკენ და თავი შეაფარა
ოსეთში, თან გაიყოლა პატარა ფარნაოზიც. ოსებმა დიდი პატივით მიიღეს
ორივენი და გულწრფელი ზრუნვა აღმოუჩინეს.

როცა ფარნაოზი დავაჟკაცდა, მისი დედა სხვა სახელით ჩამოვიდა ქარ-
თლში და აქ ფარნაოზი შეუდგა სამშობლოს განთავისუფლებას. ხელი ძლი-
ერ შეუწყო მას ერთმა გარემოებამ: ნადირობის დროს ფარნაოზმა დიდძალი
22ფული იპოვნა ერთ მივარდნილ გამოქვაბულში. ამ ფულით ყველაფერი მო-
ამზადა საომრად და საშველად მოიწვია სამეგრელოს მამასახლისი და სხვა
მამასახლისები... შეერთებული ქართველთა ჯარი შეებრძოლა მაკედონელ-
თა ჯარსა მცხეთის ზევით, მუხრანის მინდვრებში, საშინლად დაამარცხა და
გარეკა საქართველოს არემარიდან.
მადლიერმა ქართველებმა აიღეს და ფარნაოზი მთელის საქართველოს
მეფედ გამოაცხადეს.
კარგი მეფე გამოდგა ფარნაოზი. მან შეჰქმნა ძლიერი ჯარი, დაუნიშნა
საუკეთესო წინამძღოლი, განაახლა ყველა ციხე, მაკედონელთაგან დანგრე-
ული. მცხეთას შემოარტყა მაღალი და განიერი გალავანი. ასე რომ, ჩვენი დე-
დაქალაქის აღება მტრისაგან თითქმის შეუძლებელი გახდა.
ამასთან ფარნაოზმა ხელუხლებელი დასტოვა თვითმართველობა ყოვე-
ლი კუთხისა. მამასახლისებიც შეინარჩუნეს სამეგრელომ, იმერეთმა, გური-
ამ, კახეთმა და სხვა მხარეებმა, მხოლოდ მათ წინანდელი უფლება შეუმცირ-
და და თავის თანაშემწეებად გახადა.
დამოუკიდებელმა ცხოვრებამ ქართველი ხალხი ფეხზე დააყენა, წელში
გაიმართა. განათლების წყურვილმაც იმატა, ქართული მწიგნობრობა აღორ-
ძინდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!