- 26/02/14 -ის ამოცანების პასუხები:
კანფეტები პაკეტში
ამოხსნა:
1) თუ ამოვიღებთ ორ
კანფეტს, შეიძლება, რომ ისინი სხვადასხვა დასახელებისა აღმოჩნდეს. თუ მესამესაც
ამოვიღებთ ის აუცილებლად ერთი დასახელებისა იქნება და უკვე ამოღებულ ერთ-ერთ კანფეტთან
ერთად გვექნება მოცემული დასახელების 2 ცალი კანფეტი.
პასუხი: უნდა ამოვიღოთ სამი ცალი კანფეტი
და მათ შორის ორი ცალი აუცილებლად იქნება ერთნაირი დასახელებისა
2) თუ ამოვიღებთ 4
კანფეტს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში აქედან 2 ერთი და ორიც მე-2 დასახელებისა
შეიძლება იყოს. მე-5 კანფეტის ამოღებით ერთ-ერთი დასახელების კანფეტი აუცილებლად
გახდება 3 ცალი.
პასუხი: უნდა ამოვიღოთ 5 ცალი კანფეტი და
მათ შორის 3 ცალი აუცილებლად იქნება ერთი დასახელებისა.
******
ათლარიანის დახურდავება
ამოხსნა:
ცხადია, რომ
ვარიანტები ბევრია. მთავარია, ისე ჩამოვთვალოთ, რომ არცერთი მათგანი არ
გამოგვრჩეს. ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი ჩამონათვალი:
1)
10= 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 მხოლოდ ერთიანები
2)
10= 2 + 2 + 2 + 2 + 2 მხოლოდ
ორიანები
3)
10= 5 + 5 მხოლოდ
ხუთიანები
4)
10= 2 + 2 + 2 + 2 + 1 + 1 ორიანები და
ერთიანები
5)
10= 2 + 2 + 2 + 1 + 1 + 1 + 1 ორიანები და ერთიანები
6)
10= 2 + 2 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 ორიანები და ერთიანები
7)
10= 2 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 ორიანები და ერთიანები
8)
10= 5 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 ხუთიანები და ერთიანები
9)
10= 5 + 2 + 2 + 1 ხუთიანები,
ორიანები და ერთიანები
10)
10= 5 + 2 + 1 + 1 + 1 ხუთიანები,
ორიანები და ერთიანები
პასუხი: 10 ლარიანი კუპიურის დახურდავება 1, 2 და 5 ლარიან კუპიურებად შესაძლებელია 10 სხვადასხვა ხერხით.
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!