სხვა გვერდები

Страницы

Страницы

დამატებითი ამოცანების პასუხები

  • 26/02/14 -ის ამოცანების პასუხები:

კანფეტები პაკეტში


ამოხსნა:
1) თუ ამოვიღებთ ორ კანფეტს, შეიძლება, რომ ისინი სხვადასხვა დასახელებისა აღმოჩნდეს. თუ მესამესაც ამოვიღებთ ის აუცილებლად ერთი დასახელებისა იქნება და უკვე ამოღებულ ერთ-ერთ კანფეტთან ერთად გვექნება მოცემული დასახელების 2 ცალი კანფეტი.
პასუხი: უნდა ამოვიღოთ სამი ცალი კანფეტი და მათ შორის ორი ცალი აუცილებლად იქნება ერთნაირი დასახელებისა

2) თუ ამოვიღებთ 4 კანფეტს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში აქედან 2 ერთი და ორიც მე-2 დასახელებისა შეიძლება იყოს. მე-5 კანფეტის ამოღებით ერთ-ერთი დასახელების კანფეტი აუცილებლად გახდება 3 ცალი.
პასუხი: უნდა ამოვიღოთ 5 ცალი კანფეტი და მათ შორის 3 ცალი აუცილებლად იქნება ერთი დასახელებისა.
******


ათლარიანის დახურდავება
 


ამოხსნა:
ცხადია, რომ ვარიანტები ბევრია. მთავარია, ისე ჩამოვთვალოთ, რომ არცერთი მათგანი არ გამოგვრჩეს. ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი ჩამონათვალი: 

1) 10= 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1        მხოლოდ ერთიანები
2) 10= 2 + 2 + 2 + 2 + 2                                              მხოლოდ ორიანები
3) 10= 5 + 5                                                                   მხოლოდ ხუთიანები
4) 10= 2 + 2 + 2 + 2 + 1 + 1                                       ორიანები და ერთიანები
5) 10= 2 + 2 + 2 + 1 + 1 + 1 + 1                                ორიანები და ერთიანები
6) 10= 2 + 2 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1                         ორიანები და ერთიანები
7) 10= 2 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 1                  ორიანები და ერთიანები
8) 10= 5 + 1 + 1 + 1 + 1 + 1                                       ხუთიანები და ერთიანები
9) 10= 5 + 2 + 2 + 1                                                     ხუთიანები, ორიანები და ერთიანები
10) 10= 5 + 2 + 1 + 1 + 1                                            ხუთიანები, ორიანები და ერთიანები
პასუხი: 10 ლარიანი კუპიურის დახურდავება 1, 2 და 5 ლარიან კუპიურებად შესაძლებელია 10 სხვადასხვა ხერხით.

საშინაო დავალება04/02/14


  • ტექსტი გადაწერეთ რვეულში , ცალ-ცალკე ამოწერეთ ზედსართავი და არსებითი სახელები,ასევე  ზმნები.
გაარჩიეთ ზმნები












მაჩვი, ტურა, მაიმუნი,
მგელი, კატა, მელია,
შეიკრიბნენ, გადაწყვიტეს
საქმე საკვირველია.
ყველამ ცალკე ჩაიფიქრა,
შექმნას რაღაც პარტია,
წესდებებიც გამოაცხეს
შეკოწიწდა ქარტიაც.
შეურაცხყვეს, დაამცირეს
ახალგაზრდა, ხნიერი,
ზამთარი კარს მოადგათ და
ყველა დარჩა მშიერი.
მელია
მაჩვი