|
თამარ მეფე იყო ერთიანი საქართველის მონარქი. იწოდებოდა როგორც „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი". მისი მმართველობის პერიოდს ქართველები „ოქროს ხანას“ უწოდებენ. ამ დროს შენდება ქალაქები, ციხეები, ეკლესიები, მონასტრები, ხიდები.... ითარგმნება წიგნები, იხატება ეკლესიები, იჭედება ხატები. ქართველები წარმატებით იგერიებენ ყველა დამპყრობელს, მეტიც, შეტევაზე გადადიან და იკავებენ თურქეთისა და სომხეთის დიდ ნაწილს. შავი ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთით ქმნიან საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფ ტრაპიზონის იმპერიას.
თამარი დაიბადა 1166 წელს. იყო მეფე გიორგი III–ისა და დედოფალ – ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი. 1179 წელს მამამ თანამოსაყდრედ გამოაცხადა და ექვსი წლის მანძილზე მამა–შვილი ერთად მართავდა სამეფოს. ამ ხნის მანძილზე თამარმა ბევრი რამ ისწავლა და კარგი გამოცდილებაც მიიღო. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და საქართველოს ისტორიაში სამეფო ტახტზე პირველად ავიდა ქალი. |
გმადლობთ თამარის ვიდეო ძალიან მომეწონა ნინო ხაჩიძე
ОтветитьУдалитьასევე სურათებიც ნინო ხაჩიძე
ОтветитьУдалитьმიხარია :)
Удалить