2013წლის 1ნოემბერია დავწერეთ თავისუფალი თემა ,,ცელქი ფანქარი"
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ცელქი ფანქარი .ძალიან უყვარდა თავისუფლება, მაგრამ სულ ვიღაცის პენალიში იდო. ერთხელაც ვეღარ მოითმინა და თქვა: უნდა გავიქცე აქედანო. დაიწყო ელვის გახსნა__ იწვალა ,იწვალა და ბოლოს როგორც იქნა ,,გააღო".გახარებულმა ფანქარმა დაიწყო აქეთ -იქით ხტომა... მისი მხიარულება მალე დამთავრდა __ ხტუნაობის დროს შეამჩნიეს და ისევ ,,პენალში" ჩაკეტეს.__ ეჰ, რა კარგი ყოფილა თავისუფლებაო,__ ფიქრობდა დანაღვლიანებული.
საბა ბასილაშვილი
საკანცელარიო მაღაზიაში იყო ერთი ფანქარი, რომელიც სხვა
ფანქრებისგან თავისი სიცელქით გამოირჩეოდა __ ხან ერთ თაროზე გადახტებოდა , ხან მეორეზე.
ერთ დღეს ის შეიძინა ერთმა მოსწავლემ და მოათავსა თავის ,,პენალში“. ფანქარს იქ ძალიან
არ მოეწონა, რადგანაც ადგილი ეპატარავებოდა , ხოლო სიცელქეს მხოლოდ ხატვის გაკვეთილზე
ახერხებდა. სამაგიეროდ დაიმეგობრა , ,,პენალში“ უკვე დიდი ხნის წინ მცხოვრები სათლელი
, საშლელი და სახაზავი... რაღაც დროის მერე
ფანქარიც მათსავით დადინჯდა... თუმცა, სხვა რა გზა ჰქონდა .
ანდრია გივიშვილი-ამილახვარი
ნიკიტა |
ერთხელ მოაწყვეს შეჯიბრი. ფანქარმა ისეთი დიდი ხე დახატა, რომ საშლელი დაიღალა მუშაობით და ბოლომდე ვეღარ წაშალა. ფანქარმა შეჯიბრი მოიგო.
ნიკიტა ბალახაშვილი
ცელქი ფანქარი
იყო და არა იყო რა,იყო ერთი ცელქი ფანქარი .სულ მაღაზიაში იყო, არავინ ყიდულობდა და თითქმის კიდეც მოიწყინა მარტოობით. ერთხელ მაღაზიაში შემოვიდა პატარა ბავშვი, დაინტერესდა ამ ფანქრით , იყიდა და სახლში წავიდა. ფანქარიც გახარებული იყო და პატარაც .სახლში მისულმა, ბიჭმა, გადაწყვიტა ფანქარი გამოეცადა და ხატვა დაიწყო.
ფანქარს უხაროდა პატრონი რომ გამოუჩნდა და ძალიან ლამაზად ხატავდა.
ნიკოლოზ ბერუაშვილი
ელენე |
იყო და არა იყო რა,იყო ერთი ბიჭი.მას გიგა ერქვა.გიგა ყოველ დღე სკოლაში შენიშვნებს იღებდა.მასწავლებელი მას დაჯღაბნილ ფურცლებსა და წაშლილ სიტყვებს უწუნებდა.გიგას ვერ გაეგო საიდან ჩნდებოდა ეს ნაჯღაბნები მის რვეულში.მაგრამ ერთ საღამოს მან ყველაფერი გაიგო.გიგა გაკვეთილების გაკეთებას აპირებდა.ეს-ესსა ოთახის კარი უნდა შეეღო ,როდესაც რაღაც ხმა შემოესმა.მაშინ ჩუმად გააღო კარები და დაინახა ფანქარი,რომელიც გაცოცხლებულიყო და მის რვეულში რაღაცას უჯღაბნიდა და თან მთელ ოთახში დახტოდა და ცეკვავდა.გიგა ჩუმად მიეპარა ცელქ ფანქარს,ხელი წაავლო და მაგიდის უჯრაში გამოკეტა.მალე,რა თქმა უნდა,გამაუშვა,მაგრამ ამის შემდეგ ფანქარი აღარ ცელქობდა და გიგასაც ყოველ დღე სუფთა რვეული მიჰქონდა სკოლაში.
ელენე ითაშვილი
ცელქი ფანქარი
ლიზა |
ლიზა მეტონიძე
ცელქი ფანქარი
ანა |
ანა კანდელაკი
ცელქი ფანქარი
ლუკა |
ბავშვებს ისევ მოუნდათ დახატვა, ფანქარი, ამოიღეს ,მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ფანქარი აღარ ცელქობდა ის მიხვდა რომ სიცელქით საკუთარ თავს ავნებდა.
ლუკა ცხვედაძე
მარიკო |
მარიკო კევლიშვილი
ცელქი ფანქარი
ირაკლი |
გავიდა ხანი ... ახლა სახატავი რვეული შემოიტანეს.ფანქარმა სახატავი რვეული რომ დაინახა მაშინვე დამეგობრდნენ სახატავი კულტურული აღმოჩნდა.სახატავი რვეული ფანქარს ასწავლიდა წესიერად მოქცეულიყო , მაგრამ ფანქარი მაინც ცელქობდა.
ირაკლი კაკალაშვილი
ცელქი ფანქარი
ნიკა |
ნიკა ფავლენიშვილი
აღფრთოვანებული ვარ, ირა, შემოგევლე. მაგრად წერენ. მაშ არ არის მასწავლებლობა პროფესია, რომელიც საქვეყნო საქმეს გაკეთებინებს? აქედან რამდენი ბავშვი აღმოჩნდება ქვეყნის საჭესთან, ან უბრალო მოქალაქე იქნება, მაგრამ სილამაზის დანახვის ნიჭი ექნება და, შესაბამისად, ირინა მასწავლებლის ძალისხმევა ნაყოფს ყველა შემთხვევაში გამოიღებს. გაიხარე, ჩემო საყვარელო მეგობარო. უმრავლოს უფალმა ქვეყანას შენისთანა მასწავლებლები. ამისთვის ხარ დაბადებული.
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა , ჩემო კარგო , ასეთი შეფასებისთვის და ყურადღებისთის ... შენ არანაკლებ იწვი და ირჯები შენი აღსაზრდელებისთვის ... მეამაყები ჩემო ძვირფასო და საუკეთესო მეგობარო !!! კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი გამოხმაურებისთვის! :****
Удалитьმოგესალმებით, ქალბატონო ირინა! ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი, გეტყობათ,რასაც აკეთებთ, ბავშვების დიდი სიყვარულით აკეთებთ! დარწმუნებული ვარ, თქვენი დიდი შრომა და ამაგი თქვენს მოსწავლეებზე უკვალოდ არ ჩაივლის და აუცილებლად დაგიფასდებათ! იმედია, თქვენს გამოცდილებას ხშირად გაგვიზიარებთ!
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა, გამოხმაურებისთვის და თბილი სიტვებისთვის , თუ რამეში გამოგადგებით ....:)) , გაიხარეთ!!!
Удалитьmaswavlebelo bonebashi kitxvebze pasuxi unda davwero
ОтветитьУдалитьandria
არა,სქემა უნდა დახაზო კიდევ
Удалить