- ქართული__ ,,სულიერი და უსულო არსებითი სახელები"...
საგანი შეიძლება იყოს სულიერი და უსულო. სულიერია საგანი, რომელსაც თავისი ნებით შეუძლია მოძრაობა. უსულოა საგანი, რომელსაც თავისი ნებით არ შეუძლია მოძრაობა. ამის მიხედვით არსებითი სახელებიც ორგვარია: სულიერთა სახელები და უსულოთა სახელები. კითხვების მიხედვით არსებითი სახელი ვინ ჯგუფისაა ან რა ჯგუფისა.
ვინ? კითხვა დაესმის მხოლოდ ადამიანის აღმნიშვნელ სახელს, სხვებს - სულიერ და უსულო საგანთა სახელებს - დაესმით კითხვა რა? |
ამოიწერეთ ანდაზებიდან მხოლოდ ის არსებითი სახელები, რომლებიც სულიერ საგნებს აღნიშნავენ და დაესმით კითხვა რა?
ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო.
მიმპარავი ძაღლი მყეფარზე უარესიაო.
ტკბილი სიტყვით მთას ირემი მოიწველაო.
მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო.
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო.
მგელს რომ შვიდი ტყავი გააძრო, მაინც მგელიაო
მიმპარავი ძაღლი მყეფარზე უარესიაო.
ტკბილი სიტყვით მთას ირემი მოიწველაო.
მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო.
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო.
მგელს რომ შვიდი ტყავი გააძრო, მაინც მგელიაო
ასევე დასაწერად
დავალება: მოცემული მოთხრობიდან ცალ-ცალკე ამოიწერეთ მოქმედების და მდგომარეობის აღმნიშვნელი სიტყვები, ანუ ზმნები.
შოშია
შოშიები ზამთარს თბილ ქვეყნებში ატარებენ. ერთმა შოშიამ ფრთა მოიტეხა და ამხანაგებს ჩამორჩა. ტყეში მხოლოდ ერთი ნაძვი იდგა.
შოშიამ ნაძვს შეაფარა თავი. იჯდა მის ხშირ ტოტებში და სიცივისაგან თავს იფარავდა. მთელ ზამთარს ღვიის ბუჩქის ნაყოფით იკვებებოდა.
შოშია ერიდებოდა მელიას, რომელიც იქვე, ახლოს, სოროში იწვა.
- მათემატიკა ___ სახელმძღვანელოდან ტესტი 45-ე გვერდზე , რვეულში ჩაწერეთ მხოლოდ სწორი პასუხები ; გეომეტრიული სამუშაო :
დახაზეთ მართკუთხედი და გაზიგეთ მისი პერიმეტრი
AB=3სმ
BC=6სმ
P=?
- ივარჯიშეთ აქ
- ბუნება___ ,,ორგანიზმების კვება" გვ22-23. გააკეთეთ შემოდგომის ფოთლები ,დააწებეთ ქაღალდზე.
- მუსიკა ___
- ეს ჩემგან :)
ინგლისური პარასკევისთვის
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!