სხვა გვერდები

Страницы

Страницы

пятница, 22 марта 2013 г.

დამატებითი სამუშაო

დამიწერეთ, რა გაიგეთ ამ ლექსიდან , რას ამბობს გალაკტიონი ?[იგულისხმება პირბველი ლექსი ]

მე რომ მკითხონ: - რა გვინდა, რომ ბედნიერი გახდეს კაცი?
-ვუპასუხებ: - საქართველოს ეს ბუნება თვალწარმტაცი!
კვლავ რომ მკითხონ: - რა უნდა, რომ გაქრეს დარდი გულამკლები? 
ვეტყვი: - სულ თვე მგზავრობისა, არც მეტი და არც ნაკლები..


ესენი  კი  წაიკითხეთ: 

რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

ორ ზღვათა შუა მდებარე
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა....


მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად, 
შეკრთა, დაიბანდა... 
ცად კი ერთი კასრის მსგავსად 
მთვარის დისკო ჩანდა. 

მგელმა ბატკანს ჰკითხა: - კასრის 
მსგავსი რაა გარეთ? 
ბატკანმა თქვა:- ჩემის აზრით, 
ცაზე ბრწყინავს მთვარე... 

მგელმა ბატკანს (რა გგონიათ?) 
გაჰკრა კბილი ბასრი: 
-
როგორ ბედავ, იქონიო 
საკუთარი აზრი?!.

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!