სხვა გვერდები

Страницы

Страницы

понедельник, 4 февраля 2013 г.

05.02.13

...წაუკითხეთ პატარებს
ხალხური პოეზია

ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა

ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შესდგა,
დიდმა მთებმა შეჰქმნა დრეკა,
ოსებში გადაიარა,
ჩერქეზები გადარეკა.


თხას უთხრეს
თხას უთხრეს: მგელი მამკვდარა!
თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა.
- თხაო, ნუ გაგხარებია,
განა სამგლეთი დაიქცა.
იმას რომ დარჩა ლეკვები,
ისინიც მგლებად მაიქცა.


თამარ მეფე და ხონთქარი
თამარ მეფე და ხონთქარი
მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,
ზღვაში ჩაუშვა ხომალდი,
ზედ ალმასები დაჰკიდა,
შიგ ჩასხა ქართველთ ლაშქარი
მრავალ წყალობას დაჰპირდა.
***
ათასი კაბა ყმა მყავდა,
ყველანი ოქროს ღილითა,
ვაჭმევდი დედალ ხოხობსა,
ვასმევდი ბროლის ჭიქითა,
ვინც კი შემება, შევები
ალალითა და ჯიქითა.
აწი თქვენ იცით, მეფენო,
ვინც დარჩით ამას იქითა.

ია

ნეტავი შენ, ენძელაო,
სამჯერ მოხვალ სერზედაო.
ერთხელ მოვალ, მოვშავდები
ამ დასაწვავ ხევზედაო,
ბიჭები ქუდზე მაჭკნობენ,
გოგოები - ყელზედაო.



ეს ხალხური ლექსი არის 1982 წლის პოეზიის კრებულში, რომელსაც გამომცემლობა ”მერანი” ბეჭდავდა ხოლმე.
ლექსი მოიძია მწერალმა რევაზ ინანიშვილმა, - რომელიც მოისმინა კახეთში”.

ნელ-ნელა  ისწავლეთ ზეპირად 

მათემატიკა




N6, 8, 11 ___რვეულში დასაწერად
  
ეს 2ზე გამრავლება -აქ  გაიმეორე!

კანონოზომიერება აქ!


აქ გაერთე პაზლები

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!