სხვა გვერდები

Страницы

Страницы

среда, 30 января 2013 г.

31.01.13

...გავიხსენოთ გეომეტრიული ფიგურები აქ  დახაზე რვეულში!!!

* * *

მაემატიკა გვ.6-7

პატ, მშობლებო! ყურადღებით წაიკითხეთ ბავშვებთან ერთად , გაწიეთ ჩემი მაგივრობა :)
ნუ დაიზარებთ სადაც შეიძლება პრაქტიკული სამუშაოს გაკეტება __გააკეთეთ .

ზეპირად: N3, 8, 9  და                                                                                                                          


·        მეტრი  სიგრძის საზომი ერთეულია
·        ერთი მეტრი100 სანტიმეტრის ტოლია
·        1მ = 100 სმ 

10სმ = 1დმ
1დმ = 10სმ 
შესაბამისად:
20სმ = 2დმ
30სმ = ?[რვეულში]
40სმ = ?[რვეულში]

56სმ ეს არის 50სმ და 6სმ ; 50სმ იგივე 5 დმ-ია,
ამიტომ   ___    56სმ= 5დმ 6სმ.

68სმ=?დმ ?სმ[რვეულში]
72სმ=?დმ ?დმ[რვეულში]


დასაწერად :N4 , 5, 6 .
ნიმუში : 
6დმ  3სმ - 48სმ= 63სმ-48სმ=15სმ= 1დმ 5სმ.

  • ქართული:

  •  დავალება. გადაიწერეთ ლექსი  და არსებით სახელებს გაუსვით ხაზი.
    საწყალი მელა ჩიოდა:
    არ მომივიდა ძილია,
    ერთსა საქათმეს მივაგენ,
    გამოვუთხარე ძირია;
    იხვსა, ბატსა და ქათამსა -
    ყველას გავკარი კბილია.
    წიგნიერება 
ლქსები ისწავლეთ ზეპირად , კითხვებს გაეცით პასუხი .
p.s.ტესტირების დროს ეს მასალა შევა ტესტებში 
გავიმეოროთ :

არსებითი სახელის კითხვებია: ვინ? რა?
- ვინ გააშენა ბაღი?
- აგრონომმა.
- რა გააშენა აგრონომმა?
- ბაღი.
- ვინ გიამბოთ ზღაპარი?
- პაპამ.
- რა გიამბოთ პაპამ?
- ზღაპარი.
- ვინ დახატა სურათი?
- მხატვარმა?
- რა დახატა მხატვარმა?
- სურათი.
მარჯვენა განყოფილებაში ,,ბმულები"  დაემატა *ხელმარჯვე ოსტატი  შეგიძლიათ იხილოთ!!!
გისურვებთ წარმატებებს !

* * *

თუ N3 დავალება ვერ გაიაზრე , შეგიძლია გამოჭრა ფიგურები და დაალაგო ერთმანეთზე, როგორც დავალებაშია მითითებული; დაშტრიხვა დაიწყე[ნახაზზე] იმ ფიგურით , რომელიც ზევიდან მოექცევა და მიყევი  შემდეგ...

2 комментария:

  1. გამარჯობათ, ქალბატონო ირინა! მე დამწყები მასწავლებელი ვარ და შემთხვევით გადავაწყდი თქვენს ბლოგს. აღფრთოვანებული ვარ თქვენი შრომით, ელექტრონული რესურსებით და მასალის მრავალფეროვნებით. ძალიან საინტერესოა! ერთი კითხვა გამიჩნდა , რადგან მე facebook-ით ვეცადე მსგავსს, მაგრამ მშობლები სულ წუწუნებენ ინტერნეტის მიუწვდომლობას და თქვენ როგორ ჩართეთ ამ პროცესში? გმადლობთ. xdevsurashvili@gmail.com

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. აბა , რა გითხრათ , განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი :)

      Удалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!