სხვა გვერდები

Страницы

Страницы

среда, 3 октября 2012 г.

რჩევები

უფროსებისთვის...
  • – როდის იქმნება დასჯის აუცილებლობა?
    – ბავშვი უნდა დავსაჯოთ მხოლოდ ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც გაანალიზებულად ახდენს დაუმორჩილებლობის დემონსტრირებას. თუ აუცილებელი ხდება დასჯა, ეს უმალვე უნდა მოჰყვეს საქციელს, რადგან ბავშვის მახსოვრობა სუსტია და დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლებელია, ვერც კი მიხვდეს რისთვის გაუბრაზდით. მაშინ წყენის გარდა, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ.
    – რა აზრის ბრძანდებით ფიზიკური დასჯის შესახებ?
    – საკმაოდ ხშირია ბავშვის ფიზიკური დასჯა. მშობლები ასეთ ქმედებას მიმართავენ ბავშვის იძულების მიზნით. ბავშვი კი ქმედების ინტერპრეტირებას თავისებურად ახდენს. უფროსების კვალდაკვალ, ბავშვები თავად მიმართავენ ძალადობას მიზნის მისაღწევად, მაგრამ, ისინი ასე ბევრად უფრო სუსტებთან იქცევიან, მაგალითად, უმცროსი დის ან ძმის მიმართ. თუ ბავშვი ხანგრძლივად იმყოფება მსგავს მდგომარეობაში, მას აგრესიული ხასიათი უვითარდება. თუ მშობელი სცემს შვილს, ეს იმის ნიშანია, რომ მათ შორის არანაირი ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება და სიყვარული არ არსებობს. მსგავსი ქმედება დადებით შედეგს ვერასდროს გამოიღებს. ტკივილის შიშით შეპყრობილი ბავშვი სწავლობს ტყუილის თქმას და საქციელის დამალვას. შეურაცხყოფილი ბავშვი რისხვას გამოხატავს უფრო სუსტ ბავშვებზე ან შინაურ
    ცხოველებზე.წყარო

2 комментария:

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!