...ვახტანგ გორგასლანი
როგორც «დედა-ენიდან» იცით, ქრისტიანობა ქართველებმა მიიღეს მეფე მირიანის დროს, მეოთხე საუკუნეში. ასი წლის შემდეგ, მეხუთე საუკუ-ნეში, სამეფო ტახტი დაობლდა, რადგანაც საქართველოს მეფე გარდაიცვალა მაშინ, როდესაც მისი მემკვიდრე ვახტანგი ჯერ კიდევ ექვსი წლისა იყო. სამეფოს მართვა იკისრა მისმა დედამ _ დედოფალმა სუნდუხტიმმტრებმა ისარგებლეს საქართველოს დაობლებით და იწყეს აქეთ-იქით შემოსევა. აღმოსავლეთ-სამხრეთიდან სპარსელები აწუხებდნენ, დასავლეთ-სამხრეთი-დან _ ბერძნები, ჩრდილოეთიდან _ ოსები. ვახტანგმა ჩინებული აღზრდა მიიღო. საერო საქმეებს მას ასწავლიდნენჯარის საუკეთესო წინამძღოლნი _ საურმაგი და ჯუანშერი. მათგან ვახტან-გმა ზედმიწევნით შეისწავლა წარსული თავგადასავალი საქართველოსი, სამხედრო ოსტატობა და სამეფოს გამგებლობა. საღმრთო წერილსა დაღვთისმეტყველებაში ვახტანგი გამართა მთავარ-ეპისკოპოზმა მიხეილმა,რომელიც იყო ფრიად გონიერი და განვითარებული მღვდელმთავარი. როცა ვახტანგი თხუთმეტი წლისა შესრულდა, იგი იყო ახოვანი ყმაწვილი, ჭკუიანი და მცოდნე. ამიტომ მისმა დედამ აღარ დააყოვნა და სამეფო ტახტი
დაუთმო. ავიდა თუ არა ვახტანგი ტახტზე, მაშინვე შეუდგა მტრების დასჯას და
ალაგმვას. პირველად გაილაშქრა ოსების წინააღმდეგ. შეჰყარა დიდძალი
ჯარი, არაგვის ხეობით ავიდა კავკასიონის ქედზე; წინდახვედრილი ოსებისჯარი სრულიად დაამარცხა და შეესია ჩრდილო ოსეთს. დამარცხებულმაოსებმა მიტევება და ზავი სთხოვეს, მოჰგვარეს ვახტანგს მისი და, რომელიცმათ ტყვედ ჰყავდათ წაყვანილი ქართლში შემოსევის დროს, და დიდიჯა-რიმა გადაიხადეს. შემდეგ ვახტანგმა გაილაშქრა ბერძნების წინააღმდეგ. ამათ ვახტანგისპატარაობის დროს დაიჭირეს მთელი დასავლეთი საქართველო და გამგებ-ლად დააყენეს ქართველი გუბაძე რომელმაც უღალატა ვახტანგს და ბერ-ძნების მორჩილების ქვეშ შევიდა. ვახტანგმა არა ერთხელ დაამარცხა გუბა-ძე, გააგდო მისი სამშობლოდან და დასავლეთი საქართველო კვლავ შემოი-ერთა. ბერძნების ხელმწიფემ ლეონმა ნახა ძლიერება ვახტანგისა და არამცთუ შეურიგდა, სიძედაც მოიკიდა: მისცა ამას ცოლად თავისი ასული ელენე. ბოლოს ვახტანგი შეებრძოლა სპარსეთსა. ამ ომში ვახტანგმა ისეთი, ოს-ტატობა, ხერხი, ძალა და მამაცობა გამოიჩინა, რომ სპარსელებმა დაარქვესმას «გორგ-ასლანი», რაც ქართულად ნიშნავს: მგელ-ლომი ვახტანგმა სპარსელებს ისე გაუჭირა საქმე, რომ ბოლოს მათაც ზავი სთხოვეს. მათმა მეფემფირუზმა ვახტანგს გამოუგზავნა მდიდარი საჩუქრები, ძვირფასი გვირგვი-ნი და მიიწვია თავისთან მოსალაპარაკებლად მშვიდობის დამყარებაზე. ვახტანგიც დაჰყვა ნებას, მივიდა ფირუზთან და ერთმანეთს შეეკვრნენ პირობით _ კვლავ მშვიდობიანი და ძმური მეზობლობა ჰქონოდათ. მეგობრო-ბის სიმტკიცისათვისფირუზი და ვახტანგი დამოყვრდნენ; პირველმა მეო-რის და შეირთო და წაიყვანა თეირანში სპარსეთის დედოფლად. ვახტანგი რო გამარჯვებული დაბრუნდა საქართველოში, მოიწადინა, მაცხოვრის საფლავის წინაშე მხურვალე მადლობა შეეწირა ზეციერი მამი-სათვის,რომელმაც მიაგო მას და მის სამეფოს ამოდენა სიკეთე. ამიტომ, და-ისვენა თუ არა, თავისი ჯარიდან ამოირჩია საუკეთესო ვაჟკაცნი, შეადგინასამგზავრო რაზმი და გაიყოლა თან იერუსალიმში მისვლისთანავე მაცხოვ-რის საფლავს თაყვანი სცა, შემდეგ გაამშვენიერა ჯვარის მონასტერი, რომე-ლიც აგებული იყო მეფე მირიანის მიერ, შესწირა მრავალი სიმდიდრე დაბოლოს მშვიდობით დაბრუნდა თავის სამეფოში. აქ იგი შეუდგა დაუყოვ-ნებლივ ქვეყნის გაშენებას: აშენებდა ახალსქალაქებსა, აკეთებდა გზებს, აგებდა ციხეებსა. ყველაზე დაუვიწყარი სახსოვარი მან დასტოვა თბილისის დაფუძნე-ბით. ის ადგილი, სადაც ეხლა თბილისია, ვახტანგის წინა ეჭირა ატეხილს
ტყესა, რომელშიაც ბუდობდა მრავალი ნადირი. ვახტანგი ერთხელ ნადი-რობდა აქა და გაჩვეული მიმინო გაუყენა ხოხობს. ორივენი ჩაიმალნენ ღრმა
ხევში და აღარც ერთი არ გამოჩნდა. მაშინ ვახტანგი თავისი ამალით ჩავიდაამ ხევში, ნახა მომდინარე ცხელი დიდი ნაკადული და შიგ მოხარშული მი-მინო და ხოხობი. მიხვდა ამ ცხელის წყლის მარგებლობასა, გაუსინჯა ამ ად-გილს მდებარეობა და არემარე და სცნო იგი მოხერხებულ ადგილად ციხე-
ალაქისათვის. ამიტომ უბრძანა _ გაეკაფათ ტყე, გაესწორებინათ ეს ადგი-ლი და შესდგომოდნენ სახლების აშენებას. ასე დააფუძნა ვახტანგმა ახალიქალაქი, რომელსაც დაარქვა თბილისი იმის გამო, რომ თბილი წყლის პი-რად იდგა. როცა თბილისი გადიდდა და გამშვენიერდა, იგი აღიარებულ იქმნა დედა-ქალაქად, ნაცვლად მცხეთისა, და მასში იქმნა გადმოტანილი სა-მეფო ტახტი. ჩვენი მხნე და დაუღალავი მეფე ერთსა და იმავე დროს ეკლესიებსა დამონასტრებს აშენებდა და სწავლის მოფენაზედაც ზრუნავდა. ყოველს მო-ნასტერთან, ეკლესიასთან მართავდა სკოლას, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო წერილს, საქართველოს ისტორიას და ზოგს უცხო ენასა-ცა. ამასთან ცდილობდა, რომ ჩვენს ენაზე გადმოთარგმნილიყოფილიყოუკეთესადდაუნაკლულოდდაბადება, სახარება და ყველა საეკლესიო წიგ-ნი. დიდებული ტაძარი სვეტიცხოველისა მცხეთაში აგრეთვე აშენებულიავახტანგის მიერ1
დიდი მხნეობა, დაუღალავი შრომა და აუარებელი ხარჯიიყო საჭირო ტაძრის აშენებისათვის, და ყველას ამას სძლია ვახტანგმა დათავისი სიკვდილის შემდეგ საქართველოს დაუტოვა უდიდებულესი საღ-მრთო შენობა. ვახტანგამდე საქართველოს ეკლესიას მართავდა უცხო პატრიარქი ან-ტიოქიისა, მცხოვრები შორეულ ქვეყანაში და უცნობი ჩვენის ენისა, ჩვენისისტორიისა, ჩვენის ხალხისა. ვახტანგმა მოიწადინა ჰყოლოდა თავის ერისთვის საკუთარი კათალიკოსი. ანტიოქიის პატრიარქს, რასაკვირველია,
არ უნდოდა ხელიდან გაეშვა ეს უფლება და წინ აღუდგა. მაგრამ კონსტან-ტინოპოლის პატრიარქი მიიმხრო ვახტანგმა, თავისი გაიტანა და საქართვე-ლოს მოუპოვა უფლება _ ჰყოლოდა თავისი საკუთარი კათალიკოსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!