სხვა გვერდები

Страницы

Страницы

вторник, 31 января 2012 г.

საშინაო დავალება 01.01.12

ქართული ასო-ბგერა "ტ"- ტოროლა " კარგად კითხვით

დასაწერად ___დედანში ტ-ზე ყველაფერი, რვეულში სამი წინადადება

ენის გასატეხი (ზეპირად)

" კატო, კატო, ბუტია,
ბატი გაგიპუტია?
ბატი არა, ბატონო!
ტატოს ბატიბუტია."

  • ხვალ გამოვკითხავ ყველას "ტ" -ს ირგვლივ რაც ვისწვლეთ, ( კიდევ ერთხელ გადახედეთ ბლოგში განვლილ მასალას)
  • შედით < საკითხავ მასალაში>ვისაც არ წაუკითხავს დღეს წაიკითხეთ
  • აჩვენეთ ბავშვებს <პრეზენტაციებში> შესაბამისი მასალა.

მათემატიკა___გვ. 89 #1 ზეპირად და კითხვით;

  1. დანარჩენი ნომრები რვეულში,
  2. უნდა იცოდნენ ლუწი რიცხვები
  3. დახაზონ შესაბამისად ამ ზომის მონაკვეთები
  4. გამოატანეთ ნორმალური სახაზავი, ისეთი რომ ციფრები კარგად ემჩნეოდეს , ასევე შავი ფანქარი ჰქონდეს ყველას!!!
  • სავარჯიშო რვეულში არ აქვთ დავალება.

მუსიკა___,,მაკნატუნა" წაუკითხეთ; უნდა შეძლონ კითხვებზე პასუხის გაცემა ამ გაკვეთილის ირგვლივ.

დღეს ვუყურეთ ანიმაციურ ფილმს ,,მაკნატუნა", გამოვიყენეთ ბუნების გაკვეთილისთვის განსაზღვრული დრო,ამიტომ ხვალისთვის გამოატანეთ ბუნების სახელმძღვანელო !!!

შეგახსენებთ ხვალინდელ ცხრილს:

  1. მათემატიკა
  2. ქართული
  3. ხელოვნება
  4. მუსიკა

p.S. პატივცემულო მშობლებო, ხვალიდან სკოლაში იფუნქციონირებს ბუფეტი. ყველაფერი ძალიან გემრიელი და ხარისხიანი იქნება , შეგიძლიათ ესტუმროთ , პირადად ნახოთ ,ასევე გაეცნოთ მენიუს !!! :)

,,სხვა გვერდები" ჩამონათვალში დაემატა ახალი გვერდი <გაკვეთილების ცხრილი>http://saklaso.blogspot.com/p/blog-page_31.html გაკვეთილების ცხრილი


Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!