სხვა გვერდები

Страницы

Страницы

суббота, 5 ноября 2011 г.

შოშია და ბავშვები

"- რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრიანადა?
- რა ვქნა, ვერ ვძლებდი სხვა მხარეს,
ვიყავი ნაღვლიანადა,
ვიცოდი, ზამთრის ნაწყვეტი
აქ კიდევ დამიხვდებოდა,
შემაწუხებდა შიმშილი
და კიდეც შემცივდებოდა.
მაგრამ გავბედე წამოსვლა,
არ შევუშინდი ზამთარსა
და მოვატანე კიდეცა
ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა."
ანდაზა - "შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო."


შაშვი და ყვავი

ბუჩქებში მომღერალ შაშვს ხის კენწეროდან ყვავმა გადმოსძახა:

-ვერ ვიტყვი, რომ ცუდად გალობ, მაგრამ უნდა გაჩუმდე.

-თუ ცუდად არ ვგალობ, რატომ უნდა გავჩუმდე?! -გაუკვირდა შაშვს.

-იმიტომ რომ, როცა შენ მღერი, მე აღარავინ მისმენს.

-ამიტომ მე არ უნდა ვიგალობო და შენ უნდა იყრანტალო?! -აჭახჭახდა შაშვი. ოტია იოსელიანი ?

ენის გასატეხი - "შარიშური, შარიშური,
ვინ წაუსვა შავ შაშვს მური?
ბუნების ამ მშვენიერ შვილს
სიშავე აქვს შესაშური."
შიო მღვიმელ

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!