ასო-ბგერა "ჟ"
სიტყვა "ჟირაფი" მომდინარეობს არაბული zarafa (زرافة) და ნიშნავს "ჭკვიანს".
იგი უხმო ცხოველად ითვლება, თუმცა ისეთ ხმას გამოსცემს ,რომ მიუწვდომელია ადამიანისთვის :)
.
ასო-ბგერა ..ჭ..სთვის
ასო-ბგერა ..წ..
როგორ იჩეკება წიწილა
ყვავი
(ინფორმაცია კიდევ დაიდება)
ასო-ბგერა ..ტ..
მოუსმინეთ ტოროლას!!!
ეს კი არის კირკიტა
კირკიტა , ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 31-38 სმ აღწევს, მასა 250 გრამამდე. შეფერილობაში ჭარბობს წითური ფერი. გვხვდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საკმაოდ ბევრია საქართველოში. ბინადრობს ტყეში, ველზე, ნახევრად უდაბნოშიც. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ან ფლატის ნაპრალებში. დებს 4 კვერცხს. იკვებება პატარ-პატარა მღრღნელებითა და მწერებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის.
ასო-ბგერა ..გ..
თვალსაჩინოება გაკვეთილისთვის ,,ნამგალი"
ასო-ბგერა ...ქ..
თვალსაჩინოება გაკვეთილისთვის ,,ქათამი"
ასო-ბგერა ...ლ...სთვის
მოუსმინეთ ღალღას !
იგი გადამფრენი ფრინველია, თვალით იშვიათად სანახავი ფრთოსანი, რომლის ხმა ხშირად ღამითაც ისმის, ძლიერ ცუდად ფრინავს, ძალიან ჩქარა დარბის . გაზაფხულზე ჩვენში ღალღა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ჩნდება, მოფრენის შემდეგ მალე წყვილდებიან და ხმელი ბალახებისა და მათი ღეროებისგან მაღალ ბალახეულში მშრალ ადგილას იწყებენ ბუდის გაკეთებას. ღალღა 12 კვერცხს დებს,მისი საკვებია: ყოველგვარი მწერი, ჭიაღუა, ობობები და ლოკოკინები, ხოლო ზაფხულის ბოლოს პურეულისა და ბალახების მარცვლები. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ღალღები სამხრეთისაკენ მიისწრაფვიან ნაწილობრივ გადაფრენით, მეტწილად კი ფეხით.ასო- ბგერა <ჩ>სთვის
ჩოჩორი
ჩირი
პრეზენტაცია ასო-ბგერა რ -სთვის
ასო-ბგერა ზ -სთვის
მოგზაურობა წყალქვეშა სამყაროში
ნახეთ ნახატი ფილმი <ზღაპრის გუდაში> ა. პუშკინის ,,მებადური და ოქროს თევზი"
ასო-ბგერ <ნ> სთვის ,,აკვანი"
უყურეთ ფილმს ,,აკაკის აკვანი"
პრეზენტაციები ასო-ბგერა <ფ> -სთვის
ზოგი რამ ოფოფის შესახებ
ყური დაუგდეთ ოფოფს !
- ძალზე კონტრასტულად შეფერილი ფრინველია, თუმცა, მიუხედავად ამისა აფრენამდე საკმაოდ ახლო მანძილზეც (შესაძლოა 1-3 მეტრზეც კი) შეუმჩნეველი რჩება. ადვილი გამოსაცნობია გრძელი, მოხრილი ნისკარტითა და თავზე არსებული ქოჩრით, რომელიც უმეტესად დაკეცილი აქვს. ფრთებსა და კუდზე ფართო, შავ-თეთრი ზოლები აქვს. სხეულის ქვედა ნაწილი, თავი და კისერი მოჟანგისფრო აქვს. გამრავლების პერიოდში მამრი გამოსცემს დამახასიათებელ ხმას, რომელიც დიდ მანძილზე ისმის.
- იკვებება მცირე ზომის უხერხემლოებით, მწერებითა და მათი მატლებით.
- ბინადრობს ველებსა და ნახევარუდაბნოებში, ზოგჯერ ადამიანის სამოსახლოსთან.
გავრცელების ადგილი: მთელი საქართველო
ყური დაუგდეთ ოფოფს !
ესეც კიდევ ოფოფი!ნეტავ რას კენკავს ოფოფი? :))
თვალსაჩინოება ასო-ბგერა ,,ვ" -სთვის გაკვეთილი-,,იხვი"
მხიარული იხვი :))
მულტფილმი
იხვი დონალდი
ცნობილია, რომ მისი სრული სახელია - დონალდ ფაუნტლეროი დაკი . დონალდის დაბადების დღეა - 9 ივნისი 1934 წლის, დღე, როცა გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი ,მულტფილმი «The Wise Little Hen» ანუ «ბრძენი პატარა ქათამი».თუმცა სხვა მულტფილმიდან ჩანს, რომ მისი დაბადების დღეა - 13 მარტი .
მუხა
რევაზ ინანიშვილი – მუხა
ეს მუხა ტყის პირას დგას, – ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, – ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, – კივკივო! – ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ…
ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: – აი, ბურთი და აი, მოედანი! – მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, – ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი – წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.
მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, – თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.
მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.
მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.
08.11.11 ჩემო პატარებო აქ ნახავთ შოშიას და აგრეთვე მოუსმენთ მას
შოშია გარეული ფრინველია, იგი ძალიან წააგავს შაშვს,. მაგრამ ეს მხოლოდ შორიდან, თუ ახლოს ვნახავთ განსხვავებას მაშინვე შევამჩნევთ. პირველ რიგში შროშანი , მას ასეც ეძახიან , შაშვისაგან განსხვავდება ბუმბულზე არსებული თეთრი წინწკლებით, ასევე თავისი ნისკარტის მოყვანილობით. შროშანი(შოშია) გვხვდება ხოლმე გუნდებად.
საქართველოს ფარგლებში შოშია გვხდება თითქმის ყველგან როგორც მოზამთრე, მობინადრე და მიმომფრენი ფრინველია.
მერცხალი ... დედაშვილობა !!!
11.11.11
მეტი ინფორმაციის მისაღებად ,აუცილებლად ეწვიეთ ამ საიტს
აქ http://sokoebi.ge/miqlio.php
tyle="clear: both; text-align: center;">
გაკვეთილი ,,სოკო"სთვის თვალსაჩინოება