სხვა გვერდები

Страницы

Страницы

пятница, 18 июля 2014 г.

ზაფხულის დავალება -6

  1. ,,რუხაძიდან" __ნებისმიერი ,სამი ამოცანა (რვეულში !!!)-გადაწერეთ სრული პირობა !
  2. ,,ვეფხისტყაოსნიდან". . . ( გადაწერეთ  საზეპიროებოს რვეულში)
ისწავლეთ ზეპირად!!!
წაიკითხეთ ტექსტი დ ...გრამატიკის თვალსაზრისით რა შეგიძლიათ  თქვათ ? რა სასვენი ნიშნებია გამოყენებული? რა ტიპის ტექსტია? გაანალიზეთ სად და რატომ არის  გამოყენებული  მოცემული სასვენი ნიშნები?

გისურვებთ წარმატებას !!!

четверг, 10 июля 2014 г.

ზაფხულის დავალება N 5





შემდეგი დავალება დაიდება ერთ კვირაში , ანუ 17 ივლისს!!!

среда, 9 июля 2014 г.

მიყვარხართ

ცნობისთვის : რჩევებს და რეკომენდაციებს ვიძლევი კადრს მიღმა, რომელიც ვიდეოში არ ჩანს! :))

ზაფხულის დავალება #4

  • მოიფიქრეთ , გაიხსენეთ და დაწერეთ ხუთი წინადადება მესამე კლასში ნასწავლი მასალებიდან ( საგანი -ქართული ენა)
  • ცალკე დაწერეთ ზმნები დ გაარჩიეთ ;
მათემატიკა:
  • ერთ ტომარაში 45 კგ კარტოფილია , რაც 13-კგ-ით მეტია მეორე ტომარაში ჩაყრილი კარტოფილის წონაზე. რამდენი კგ კარტოფილია სამ ტომარში , თუ მესამეში 5კგ-ით მეტია კარტოფილი ვიდრე მეორეში?  
ამოხსენით გრძელი გამოსახულებით
ერთი წინადადება (ინფორმაცია) დამიწერეთ ,რაც გახსენდებათ ,    
,,ბუნებიდან"__ ეს აქვე კომენტარებში!!!

გრამატიკა

ქართულში გვაქვს ზმნები,რომლებიც პირველსა და მეორე პირში -ვარ და -ხარ მეშველ ზმნას საჭიროებენ. "მეშველი ზმნა" ანუ ზმნა, რომელიც გვშველის , გვეხმარება,რომ გარკვეული მოქმედება უფრო მეტი სიზუსტით გადმოვცეთ.
დავაკვირდეთ ზმნებს :
მივდივარ, მიდიხარ, მივქრივარ, მიქრიხარ, ეს ზმნები მოძრაობაგადაადგილების აღმნიშვნელი ზმნებია.
ვწევარ, წევხარ... ვდგავარ, დგახარ, ვზივარ, ზიხარ, . .. ეს ზმნები კი მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია.
ქართულში ასევე გვაქვს ზმნები, რომლებიც ასევე მეშველი, -ვარ და -ხარ, ზმნების გამოყენებით იხმარება. ასეთებია: ვმღერივარ, მღერიხარ, ვტირივარ, ტირიხარ, ვკივივარ, კივიხარ... ეს არასწორია!!! აღნიშნული ზმნები გარკვეულ ხმიანობას გამოხატავენ, ე.ი.ხმიანობის აღმნიშვნელი ზმნებია.
  • დავიმახსოვროთ შემდეგი:
მდგომარეობისას და მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებთან მეშველი ზმნის გამოყენება აუცილებელია და სწორია: მივრბივარ, მიხტიხარ, წევხარ,მიდიხარ... ხოლო ხმიანობის აღმნიშვნელ ზნმებთან მეშველი ზმნის გამოყენება არამც თუ რაა აუცილებელი,არამედ შეცდომაა.
სწორია: ვმღერი, ვტირი, ვკივი ...
შეცდომაა: ვმღერივარ, ვტირივარ, ვკივივარ...
-ვარ და -ხარ მეშველი ზმნა არც აკრძალვით ფორმებში არ არის საჭირო და არ უნდა გამოვიყენოთ უნდა ვთქვათ: ნუ მღერი! ნუ ტირი! ნუ კივი!

четверг, 3 июля 2014 г.

ზაფხულის დავალება 3


  • აიღეთ ერთი რვეული მათემატიკისთვის და ერთი ქართულისთვის და ჩემ მიერ დადებული დავალებები რვეულშიც გადაიტანეთ! ( მხოლოდ კომენტარებში ნუ დაწერთ)  ბევრ დავალებას არ მოგცემთ , არ ინერვიულოთ:)))

* ეხლა კი დღევანდელი ,,საზაფხულო  დავალება"
1) დაწერეთ რვეულში 7-ზე გამრავლება-გაყოფა და თან გაიმეორეთ ;
2) ამოცანა:
გიგამ ველოსიპედით გაიარა 125 კმ , რამდენი კმ უნდა გაიაროს მან კიდევ , რომ გავლილი გამოუვიდეს 467 კმ? ___ ამოცანა ამოხსენი განტოლებით!

Р.S. ვისაც უნდა სიგელის აღება , აუცილებლია ყველა ,,საზაფხულო დავალება" გაკეთებული ჰქონდეს რვეულში!