გ.რამიშვილის სახელობის #20 საჯარო სკოლა. პედაგოგი ირინა ზაქარეიშვილი
სხვა გვერდები
▼
Страницы
▼
Страницы
▼
четверг, 30 мая 2013 г.
среда, 29 мая 2013 г.
საშინაო დავალება 31,05,13
- ქართული ___ ,,ხეების კამათი" კითხვით -მოყოლით; დავალებაN6; იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია (მოკლე) გასახსენებლად
რევაზ ინანიშვილი – მუხა
ეს მუხა ტყის პირას დგას, – ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, – ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, – კივკივო! – ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ…
ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: – აი, ბურთი და აი, მოედანი! – მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, – ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი – წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.
მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, – თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.
მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.
მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.
ხე დარგე
თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაექარგე,-
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გაიტან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!
თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაექარგე,-
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გაიტან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!
მორის ფოცხიშვილი
- მათემატიკა___ გვ-114-115, დასაწერად-N5, N6[52]
вторник, 28 мая 2013 г.
საშინაო დავალება 30/05/13
- ქართული ___ ანა კალანდაძის ლექსი(იგივე) კითხვით-ზეპირად!
* * *
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერო ტაო...
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო...
- მათემატიკა __N7[71]; N6[46]
понедельник, 27 мая 2013 г.
საშინაო დავალება 29/05/13
ბოლო კვირის რომელიმე დღეს , შუა კვირაში სავარაუდოდ, ვაპირებთ წასვლას ექსკურსიაზე საგურამოში. ავტობუსის შოვნა თუ შეუძლია ვინმეს დაწერეთ.
- ქართული ___ ანა კალანდაძის ლექსი კითხვით-ზეპირად! დასაწერად N7
დააკავშირე
ზღვა | გალობდა |
ბულბული | კნაოდა |
მერცხალი | ღელავდა |
კატა | ჭიკჭიკებდა |
ბაყაყი | კაკანებდა |
მამალი | ყიყინებდა |
ქათამი | ყიოდა |
- მათემატიკა ___ N 7,8 და ერთი დავალება თქვენი სურვილით ! :) ,
და კიდევ ეს, დამატებით : რამდენი ბავშვია?
воскресенье, 26 мая 2013 г.
საშინაო დავალება 28/05/13
- ქართული___სასაუბრო..მწერები"; დასაწერად- N16 და ქვევით მოცემული დავალება:
პირველ სვეტში დასახელებულ სიტყვათაგან შეურჩიეთ შესაფერისი მეორე სვეტში დასახელებულ სიტყვებს.
მწვანე | ღრუბლები |
კოჭლი | ღამე |
მსუბუქი | ცეცხლი |
კუდიანი | მანქანა |
მთვარიანი | ვარსკვლავი |
ნელი | ცხვარი |
შავი | მინდორი |
- მატემატიკა___ N4,5[110] , ასევე-- დახაზე მართხუთხედი და გამოთვალე მისი პერიმეტრი.ტაბულა ზეპირად.
суббота, 25 мая 2013 г.
საშინაო დავალება 27/05/13
- ქართული___ ,,ია და ჭიანჭველა"კითხვით-თხრობით. დასაწერად 1-5 კითხვებზე პასუხი.
- მათემატიკა___ 1,3[108-109] , ტაბულა -ზეპირად,სახელმძღვანელო გვ .180-181
пятница, 24 мая 2013 г.
среда, 22 мая 2013 г.
вторник, 21 мая 2013 г.
понедельник, 20 мая 2013 г.
воскресенье, 19 мая 2013 г.
четверг, 16 мая 2013 г.
საშინაო დავალება 20.05.13
- ქართული___ ,,რწყილი და ჭიანჭველა"გვ.133,134.
- მათემატიკა ___ N5,6,7[107]
среда, 15 мая 2013 г.
вторник, 14 мая 2013 г.
пятница, 3 мая 2013 г.
четверг, 2 мая 2013 г.
აბა გამოიცანი!
რამდენი ლარი ყოფილა ყუთში?
ღია ყუთში გარკვეული რაოდენობის თანხა იყო. მოვიდა ერთი კაცი, დათვალა ფული, რამდენიც იყო, იმდენივე დაუმატა, აიღო 20 ლარი და წავიდა.
მოვიდა მეორე კაცი. იმანაც დათვალა ფული, რამდენიც იყო, იმდენივე დაუმატა, აიღო 20 ლარი და წავიდა.
მოვიდა მესამე კაცი, იმანაც დათვალა ფული, რამდენიც იყო, იმდენივე დაამატა, აიღო 20 ლარი და წავიდა.
ამის შემდეგ ყუთში ფული აღარ დარჩა.
რამდენი ლარი ყოფილა ყუთში თავიდან?
ამოცანა - ხუმრობა
ცარიელ ორმოსთან 5 მანეთიანი და 10 მანეთიანი შეეჯახნენ ერთმანეთს და ყველანი შიგ ჩაცვივდნენ.
რამდენი მანეთია ახლა ორმოში?
ჯადოსნური ფანქარი
ჯადოსნური ფანქარი
ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა.
იმ დროს ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი პატარა ბიჭი, სახელად ვახუშტი ერქვა. როგორც ყველა ბავშვსვახუშტისაც უყვარდა ფეხბურთის თამაში, უყვარდა წიგნების კითხვა, უყვარდა გზებისა და გვირაბების გაყვანაქვიშაში. მაგრამ ყველაფერზე მეტად მას მაინც ხატვა უყვარდა. დღე და ღამე შეეძლო ეხატა გემები დათვითმფრინავები, ფეხბურთელები და მოფარიკავეები.
- ჩემი ვახუშტისაგან კარგი მხატვარი დადგებაო, - იტყოდა ხოლმე მისი მამა, როდესაც შვილის ნახატებს თვალსგადაავლებდა.
მამა მუდამ ზრუნავდა, რომ პატარა მხატვარს ფანქრები და ქაღალდი არ მოკლებოდა.
და ვახუშტიც სულ ხატავდა და ხატავდა.
ერთხელ მამამ ვახუშტის გასაოცარი ფანქარი აჩუქა. როდესაც ვახუშტიმ ფანქარს წვერი წაუთალა და ხატვა დაიწყო,სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ფანქარი ჯადოსნური იყო. დააპირა თუ არა ვახუშტიმ ზღვის დახატვა, ფანქარიცმაშინვე გალურჯდა, დროშის დახატვას მიჰყო ხელი და ფანქარი გაწითლდა, მერე ბოლის დახატვა გადაწყვიტა დაფანქარიც სასწრაფოდ გაშავდა, თოვლიანი მთების ხატვისას კი ფანქარი გათეთრდა...
ვახუშტიმ თვალები მოიფშვნიტა, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ, არა! თვალები არ ატყუებდნენ ვახუშტის: ნახატიმართლაც ფერადი იყო, ფანქარი კი მხოლოდ ერთი ეჭირა ხელში.
ეს ამბავი ვახუშტიმ წამსვე ყველას გვამცნო და საბუთად ნახატი გვიჩვენა.
- აბა, მათხოვე ერთი, მეცა ვცადო! - ვთხოვე ვახუშტის და ფანქრის გამოსათმევად ხელი გავუწოდე.
ვახუშტიმ ფანქარი ზურგს უკან დამალა და მიპასუხა:
- არა! ვერ გათხოვებ! დამეხარჯება!
სხვამაც ბევრმა სთხოვა ვახუშტის ფანქარი, მაგრამ ის სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა, დამეხარჯება და დამეხარჯებაო.
ამის შემდეგ ვახუშტი ფანქარს ერთი წუთითაც კი არ იშორებდა, ის კი არა და, ღამეც გულში ჰქონდა ჩახუტებული. სხვებს ხომ არ აძლევდა და არ აძლევდა,თვითონაც აღარაფერს ხატავდა, დამეხარჯებაო, კვლავ თავისას გაიძახოდა.
ერთხელ ვახუშტიმ შეამჩნია, რომ ფანქარი თითქმის ორჯერ გაზრდილიყო.
- ახლა მაინც გვათხოვე! - ვეხვეწებოდით ჩვენ, მაგრამ პასუხად ისევ და ისევ უარს ვიღებდით.
ზაფხულამდე ფანქარი ისე გაიზარდა, რომ ვახუშტი იძულებული გახდა, თოფივით მხარზე გადებული ეტარებინა. მისი სიმძიმის ქვეშ წელში ოთხადმოკაკვული წავიდა ვახუშტი აგარაკზე.
როდესაც აგარაკიდან კვლავ ქალაქში დაბრუნდა, ვახუშტიმ იფიქრა, ვნახავ ერთი, როგორ ხატავს ჩემი ჯადოსნური ფანქარიო, იფიქრა და თვითმფრინავისდახატვა დააპირა, მაგრამ... ფანქარს ძვრაც ვერ უყო.
მთელი შემოდგომა ფანქარი ვახუშტის აივანზე იდო, რადგანაც ოთახში ვეღარ ეტეოდა, და სულ იზრდებოდა და იზრდებოდა.
დადგა ზამთარი და ფანქარს უკვე აივანზეც ევიწროებოდა.
მოიყვანა ვახუშტის მამამ ქარხნიდან დიდი მანქანა მაღალი ამწეთი და გოლიათი ფანქარი აივნიდან ეზოში გადაატანინა, მერე კი, როდესაც მან უკვენახევარი ეზო დაიკავა და მეზობლები შეავიწროვა, მხერხავები დაიქირავა. დილიდან გვიან ღამემდე იმუშავეს მხერხავებმა, დახერხეს ფანქარი, დააპეს დაჩაზიდეს სარდაფში.
იმ ზამთარს ვახუშტის მამას შეშის ყიდვა აღარ დასჭირვებია.
კვლავ დადგა გაზაფხული.
ერთ მშვენიერ დღეს ვახუშტიმ იგრძნო, რომ ხატვა ძალიან მონატრებოდა. იმ დროისათვის მას თავისი ჯადოსნური ფანქარი აღარც კი ახსოვდა დაჩვეულებრივ ფანქრებს მოკიდა ხელი, მოჰკიდა და... თურმე არამცთუ ხატვა, ფანქრის სწორად დაჭერაც კი დავიწყებოდა.
- ეჰ, ვახუშტი, ვახუშტი, რა მხატვარი გაფუჭდი?! - ვიძახდით მეზობლები და სინანულისაგან თავებს ვაქნევდით.
ავტორი: დავით ჯავახიშვილი